პლაფერონ ლბ-ს გავლენა იმუნოლოგიურ და ექოკარდიოგრაფიულ მაჩვენებლებზე დილატაციური კარდიომიოპათიის დროს
ი.მეგრელაძე*,
ბ.კორსანტია**, ს. ორჯონიკიძე*, მ. გორგოშიძე*, შ. ავალიანი*, რ.
ლორთქიფანიძე*, ი.ცინცაძე* საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის
კარდიოლოგიის კათედრა* |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ექსტრაემბრიონალური ქსოვილები ერთის მხრივ, ერთმანეთისგან მიჯნავენ ნაყოფისა და დედის ორგანიზმს, ხოლო მეორეს მხრივ, ხელს უწყობენ მათ შორის ნივთიერებათა ცვლას. ამ ქსოვილებში გამო-მუშავებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას განაპირობებენ. იმუნური ბარიერის როლის შესრულება ამ ქსოვილების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა და მაშასადამე მათ გააჩნიათ იმუნოგენეზის მარეგულირებელი ნივთირებების სინთეზის უნარი. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პლაცენტა, როგორც იმუნომარეგულირებელი ნივთიერებების ყველაზე მდიდარი და ხელმისაწვდომი წყარო. თანამედროვე კლინიკური იმუნოფარმაკოლოგიის ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება ბუნებრივი ე.წ. ენდოგენური პრეპარატების გამოყენება ორგანიზმის იმუნური სისტემის ფუნქციური დარღვევების კორექციის მიზნით. სწორედ ასეთი იმუნომოდულატორული თვისებების მქონეა ადამიანის პლაცენტის ამნიონური გარსიდან მიღებული პრეპარატი პლაფერონი ლბ [2], რომლის მრავალმხრივმა შესწავლამ გამოავლინა მისი ანტიანთებადი, ანტიჰიპოქსიური და ანტივირუსული მოქმედების უნარი. როგორც ცნობილია, თანამედროვე კარდიოლოგიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს კარდიომიოპათიების პათოგენეზისა და მკურნალობის საკითხი. ვირუს-იმუნური კონცეფციიის თანახმად [6,8,9,10,14,15,16] დილატაციური კარდიომიოპათია ყალიბდება ვირუსული მიოკარდიტის ტრანსფორმაციის შე¬დე¬გად, რასაც საფუძვლად უდევს ორგანიზმის ანტივირუსული იმუნიტეტის დათრ¬გუნვა. ეს უკანასკნელი დაკავშირებულია იმუნური ინტერფერონების სინთეზის დაქვეითებასთან და ლეიკოციტების T-უჯრედული სუბპოპულაციების ფუნქციურ უკმარისობასთან. დღეისათვის დაგროვდა საკმაოდ ბევრი მასალა მრავალ¬მხრივ¬მოქმედი პრეპარატ პლაფერონის როგორც იმუნომოდულატორის [2] სამკურნალო ეფექტის შესახებ ვირუსული ჰეპატიტის [7], გულის იშემიური დაავადების [5], დიაბეტური ნეიროპათიის [11], ნეფროპათიის [4], ცერებროვასკულარული პათოლოგიისა [11] და კრაშ-სინდრომის [1] დროს. წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება პრე¬პა¬რატ პლაფერონ ლბ-ს გავლენის შესწავლას კლინიკურ-იმუნოლოგიურ და ექოკარდიოგრაფიულ მაჩვენებლებზე დილატაციური კარდიომიოპათიის დროს. კვლევის მასალა და მეთოდები: კვლევა ჩატარდა 55 ავდმყოფზე დილა¬ტა¬ციური კარდიომიოპათიით, რომელთა ასაკი მერყეობდა 27 დან 54 წლამდე, ქალი იყო 29, მამაკაცი 26. კლინიკური მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით 35 ავადმყოფს ჰქონდა გულის უკმარისობის (გუ) II-III ფუნქციური კლასი (NYHA), ხოლო 20 ავადმყოფს გუ IV ფკ. 25 ავადმყოფს უტარდებოდა ტრადიციული მკურნალობა (აგე-ინჰიბიტორები, საგულე გლიკოზიდები, შარდმდენები, პერიფერიული ვაზო¬დი¬ლატატორები, ბეტა-ბლოკატორები და სხვ.), 30 ავადმყოფს ტრადიციული მკურ¬ნალობის ფონზე ინტრამუსკულარულად უკეთდებოდა პლაფერონი-ლბ 0,08 მგ/კგ წონაზე დღეში 1-ჯერ 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი per os 5 თვის განმავლობაში. საკონტროლო ჯგუფი შეადგინა 15-მა პრაქტიკულად ჯანმრთელმა პირმა. პლაფერონ ლბ-ს ეფექტურობის შესაფასებლად ვიყენებდით შემდეგ კრიტერიუმებს: კლინიკური სიმპტომები, ეკგ და ექოკარდიოგრაფიული მონაცემები, იმუნოლოგიური სტატუსი. ამ უკანასკნელის გამოკვლევათა კომპლექსი მოიცავდა უჯრედული და ჰუმორალური იმუნიტეტის იმ ძირითადი მაჩვენებლების შესწავლას, რაც დღეისათვის საყოველთაოდ არის მიღებული. უჯრედული იმუნიტეტის მდგომარეობის დახასიათება ხდებოდა ე.წ. ერითროციტარული როზეტწარმომქმნელი უჯრედების (T-ლიმფოციტების) პროცენტული და აბსოლუტური რაოდენობისა და მათი სუბპოპულაციების (თეოფილინ-მგრძნობიარე T-სუპრესორები და თეოფილინ-რეზისტენტული T-ჰელპერები) გამოკვლევის საფუძველზე. ჰუმორალური იმუნიტეტის დასახასიათებლად ისაზღვრებოდა ე.წ. “კომპლემენტარული” როზეტწარმომქმნელი უჯრედები (B-ლიმფოციტები). შრატის M და G კლასის იმუ¬ნოგლობულინების განსაზღვრა წარმოებდა რადიალური იმუნოდიფუზიის მეთოდით. მარცხენა პარკუჭის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად ტარდებოდა ექოკარდიოგრაფიული გამოკვლვა ულტრაბგერით აპარატზე SSH-40 (ფირმა “TOSHIBA-” იაპონია). ვსაზღვრავდით ენდსისტოლურ და ენდდიასტოლურ ზო¬მებ¬სა და მოცულობებს (ESD ,EDD, VOLs, VOLd) განდევნის ფრაქციასა (EF%), გულის დარტყმით მოცულობასა (SV) და მარცხენა პარკუჭის წინა-უკანა ზომის დამოკლების ხარისხს (ΔS%). აღნიშნული კლინიკო-ინსტრუმენტული და ლაბორატორიული მონაცემები შესწავლილ იქნა დინამიკაში _ მკურნალობამდე და მკურნალობის ფონზე 6 თვის განმავლობაში. მიღემული შედეგები დამუშავაბულ იქნა ვარიაციული სტატისტიკის მეთოდით სტიუდენტის სარწმუნოების კრიტერიუმის გამოყენებით. კვლევის შედეგები და მათი განხილვა: იმუნოლოგიური გამოკვლევის შედეგები მოცემულია #1 ცხრილში, საიდანაც ჩანს, რომ დკმ-ით დაავადებულ ავდმყოფთა სისხლში ადგილი აქვს იმუნოპათოლოგიური ხასიათის ცვლილე¬ბებს. სახელდობრ, ავადმყოფთა ამ კონტიგენტში შეინიშნება პერიფერიულ სისხლში მოცირკულირე T 3+ და T 4+ ფენოტიპის მქონე ლიმფოციტების (T-ჰელპერები) პროცენტული შემცველობის სტატისტიკურად სარწმუნო დაქვეითება ჯანმრთელ პირთა ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო T8 ლიმფოციტების (T-სუპრესორები) რაოდენობა მომატებულია (T4+- 20,9±1,2. T8+ 32,5±1,4; T4+/ T8+ -0,64 ±0,3). ცხრილი # 1. იმუნოლოგიური მაჩვენებელების დინამიკა დილატაციური კარდიომიოპათიის მკურნალობის ფონზე
ცხრილი # 2. ექოკარდიოგრაფიული პარამეტრების დინამიკა დკმ-ის მკურნალობის ფონზე.
პირობითი აღნიშვნები: [-] - არასარწმუნო სხვაობა კონტროლთან; * - სარწმუნო სხვაობა p<0,05 ** - სარწმუნო სხვაობა p<0,01; *** - სარწმუნო სხვაობა p<0,001 აღნიშნული ცვლილებები იმუნორეგულატორული ინდექსის (T4+/T8+) შემცირებასთან ერთად მეტყველებს იმის შესახებ, რომ არასაკმარისად აქტიურდება ეფექტორული ლიმფოციტები (ჰელპერები), რაც იწვევს T-რეგულატორული ლიმფოციტების ფუნქციის დარღვევას და T-სუპრესორების მიმართ კონტროლის შესუსტებას. ამის შედეგად ძლიერდება აუტოიმუნური და აუტოაგრესიული პროცესები, რაც შესაძლებელია ხელს უწყობდეს კარდიომიოციტების დაზიანების პროცესის გაღრმავებას. ტრადიციული მკურნალობის ფონზე დკმ-ით ავადმყოფებში შეინიშნება B ლიმ¬ფო¬ციტების და G იმუნოგლობულინების დონის სარწმუნო მატება, თუმცა T სისტემის მაჩვენებლების კორექცია და იმუნორეგულატორული ინდექსის მატება არ ხდება. დკმ-ის ჯგუფის ავადმყოფებში იმუნოციტების მაჩვენებლები პრაქტი-კულად არ განსხვავდება საწყისი მონაცემებისაგან. პლაფერონ ლბ-თი იმუნომოდულაციის შემდეგ ავადმყოფებში სარწმუნოდ მატულობს T3+ და T4+ ლიმფოციტების აბსოლუტური და პროცენტული რაოდენობა, ხოლო T8+ ლიმფოციტების მაჩვენებლები არ განსხვავდება თავდაპირველი მონაცემებისაგან. ჰელპერული სუბპოპულაციის მატების ხარჯზე ადგილი აქვს T სისტემის მაჩვენებლების გაწონასწორებას და იმუნორეგულატორული ინდექსის გაზრდას. სარწმუნოდ მომატებულია B ლიმფოციტების პროცენტული რიცხვი და იმუნოგლობულინების დონე როგორც საწყის, ისე საკონტროლო მონაცემებთან შედარებით, რაც იმუნური პროცესების ზომიერ აქტივაციაზე მიუთითებს. ამგვარად, ჩვენი მონაცემები ლიტერატურის მონაცემებთან შესაბამისობაში ადასტურებენ იმუნოპათოლოგიური ძვრების, სახელდობრ, T-ლიმფოციტების პოპულაციის რაოდენობრივი ცვლილებების არსებობას დილატაციური კარდიომიოპათიის დროს. N# 2 ცხრილში მოყვანილია ექოკარდიოგრაფიული მონაცემების დინამიკა დილატაციური კარდიომიოპათიის დროს ტრადიციული და პლაფერონით მკურნალობის ფონზე. მარცხენა პარკუჭის ენდდიასტოლური ზომა პრაქტიკულად არ იცვლება ტრადიციული მკურნალობის ფონზე, ხოლო პლაფერონ ლბ-თი მკურნალობის შემდეგ მცირდება 0,7%-ით. ენდსისტოლური ზომა უპლაფერონოდ მკურნალობის ფონზე შემცირდა საწყის მაჩვენებელთან მიმართებაში 0,8%-ით. პლაფერონის გამოყენების შემდეგ ენდსისტოლური ზომა შემცირდა 1,6%-ით. ენდდიასტოლური მოცულობა უპლაფერონოდ მკურნალობის ფონზე შემცირდა უმნიშვნელოდ (1,8%) მაშინ, როდესაც პლაფერონის ფონზე 1,1%-ით. ენდსისტოლური მოცულობა უპლაფერონოდ შემცირდა 4%-ით, ხოლო პლაფერონის ფონზე_5%-ით. დარტყმითი მოცულობა უპლაფერონოდ გაიზარდა 2,9%-ით, პლაფერონ ლბ-ს გავლენით კი-3,5%-თ. განდევნის ფრაქციამ ტრადიციული მკურნალობის ფონზე მოიმატა 1,6%-ით, ხოლო პლაფერონის ფონზე_3,1%-ით. ამგვარად, წარმოდგენილი მასალიდან ირკვევა, რომ პლაფერონის იმუნომოდულატორულ თვისებებთან ერთად ახასიათებს გულის კუნთზე გარკვეული დადებითი ინოტროპული ზემოქმედების უნარი. აღნიშნული ფაქტები იძლევა იმის საფუძველს, რომ მიზანშეწონილად ჩავთვალოთ პლაფერონ ლბ-ს ჩართვა დილატაციური კარდიომიოპათიის მკურნალობის კომპლექსში. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლიტერატურა: 1. თ. გერმანაშვილი. ავტორეფ. დისერტ. ბიოლ. მეცნ. კანდ. თბილისი. 2003. 2. თ. ჩიქოვანი. პლაფერონ ლბ-ს იმუნოფარმაკოლოგია. ავტორეფერატი სადოქ. დის. 1997. 3. Бахуташвили В.И. и др. Матер. конференции "Интерферон-85" Тбилиси. с.110-111, 1985. 4. Гургенидзе Д.П. Сб.тр.« Плаферон», 64-68. Тбилиси, « Мецниереба».1995 5. Джавахишвили Н.А., Мегреладзе И.И., Цагарели З.Г., Дадиани Л.Н., Бахуташвили В.И. 6. Сб. тр. « Плаферон.» 40-45, Тбилиси, « Мецниереба», 1995. 7. Дзидзигури Л.М., Чумбуридзе В.Б., Ткемаладзе Л.М., Датешидзе М.Н., Шаламбе- 8. ридзе Д.И., Мчедлишвили О.И. Сб. тр. »Кардиомиопатия», Тбилиси.1984. 9. Жамуташвили М.Т., Пашалишвили М.А., Гоцадзе Т.Г. Сб. тр. «Плаферон» 68-71, 10. Тбилиси, «Мецниереба», 1995. 11. Кипшидзе Н.Н. Кардиомиопатии. Тбилиси. с.3-8. 1984. 12. Кипшидзе Н.Н., Чумбуридзе В.Б., Дзидзигури Л.М., Датешидзе М.М. Тер. архив. №10. с.56-58. 1984 13. Кипшидзе Н.Н., Рогава М., Гудушаури М. Кардиология и внутр. медицина. ХХ1. 3. 36-40. 2003. 14. Нанава В.И., Пирцхалава Т.П., Бахуташвили А.В., Гачечиладзе Д.Г., Метревели Д.Г. Сб.тр. «Плаферон» 49-51, Тбилиси, «Мецниереба», 1995. 15. Пагава К.И. Сб.тр. «Плаферон». 100-126. Тбилиси, «Мецниереба». 1995. 16. Татишвили Н.И., Дурмишидзе Н.С., Симония Г.В., Нарсия Н.Н., Андроникашвили И.Г. Шелия Д.Ш. Сб. тр. «Плаферон», 57-60, Тбилиси, «Мецниереба», 1995. 17. Anderson B. et al. Eur. Heart J.., 16, 53-60, 1995. 18. Bakhutashvili A.V., Jaguzhinski L.S., Bakhutashvili I.V., Kadagidze Z.G.,Barishnikov A.W. Sokolovskaia A.A, Zabotina T.N., Bakhutashvili V.I. Inter. J. of Immunorehabilitation. v.3.n.2.p.17-23. 2001 19. Cardiomyopathies. Report of a WHO expert committee. Geneva, 1984. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||