თავფურცელი

ქობულეთი 2005

სკოლა-კონფერენციის გენერალური დირექტორი
თსსუ-ს პედიატრიული ფაკულტეტის დეკანი
პროფ. გ.
დავითაია

    თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა და სპეციალისტთა ასოციაციის ინიციატივით ა.წ. 23-30 ივლისს ქ. ქობულეთში ჩატარდა ტრადიციული მედიკოსთა XVIII საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია.

   სამეცნიერო სესიები ჩატარდა თერაპიის, პედიატრიის, ოფთალმოლოგიის, ნევროლოგიის, ქირურგიის და ექსპერიმენტული მედიცინის საკითხებზე. მედი-ცინის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა ქართულ-უკრაინული ფორუმი. III სიმპოზიუმი ქართველ და სომეხ სპეციალისტთა მონაწილეობით მიეძღვნა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ინიციატივით ჩატარდა ერთობლივი ქართულ-ამერიკული სემინარი დიაბეტისა და მასთან დაკავშირებული გართულებების საკითხებზე. ერთ-ერთი სემინარი ეხებოდა სოციალურ ექსპერტიზას. ტრა-დიციულად აჭარის რეგიონის ექიმთათვის, კონფერენციის მონაწილე და მსმენელთათვის წარმოდგენილი იყო აკრედიტირებული უწყვეტი განათლების პროგრამები: ექვსი პროგრამა დაეთმო ენდოკრინოლოგიის სფეროს _კურატორი რამაზ ყურაშვილი. გულის ქრონიკული უკმარისობა და არითმია: პათოგენეზური მკურნალობის ახალი ტენდეციები _ კურატორი გულიკო აბულაძე, კარდი-ომიოპათიის დიაგნოსტიკის, პრევენციის და მკურნალობის თანამედროვე ასპექ-ტები _ კურატორი მამანტი როგავა.

    მოხსენება "უმაღლესი სამედიცინო განათლების ევროპული სივრცისკენ - ბოლონიის პროცესი" კონფერენციის მონაწილე და მსმენელთათვის წაიკითხა სკოლა-კონფერენციის პრეზიდენტმა თსსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პოროფ. ა. თელია.

თავფურცელი