თავფურცელი

ქართული საგანმანათლებლო სისტემის ინტეგრაცია საერთაშორისო
სტანდარტად
აღიარებულ ერთიან ევროპულ სივრცეში

             მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტში, ბოლონიაში, 1988 წელს 382-მა უნივერსიტეტმა უნივერსიტეტთა დიდი ქარტია მიიღო. ეს არის საპროგრამო დოკუმენტი, რომელიც ერთიანი ევროპული-საგანმანათლებო სივრცის შექმნას ისახავს მიზნად აღიარებულ ერთიან საერთაშორისო სტანდარტზე, ერთიან არ-სებით მოთხოვნებზე დაყრდნობით. 2005 წლის მაისში, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ ხელმოწერით დაადასტურა საქართველოს მონაწილეობა ბოლონიის პროცესში. ეს პროცესი ისტორიულად იქცა მთლიანად ქართული საგანმანათლებლო სისტემისათვის, რადგან ოფიციალურად იქნა აღიარებული ვალდებულება ევროპულ განათლების სივრცეში ინტეგრაციისა. სახელმწიფო დონეზე კონსესუსი შედგა. ახლა ჯერი ცალკეულ უმაღლეს სკოლებზეა.

     მიმდინარე წლის 16 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პროფესორი ალექსანდრე თელია მსოფლიოს სხვადასხვა 19 რექტორთან ერთად ოფიციალურ ცერემონიალზე ბოლონიის უნივერსიტეტში, აულა მაგნა სანტა ლუჩიაში ხელმოწერით ადასტურებს ქართული უმაღლესი სკოლის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინსტიტუციურ მონაწილეობას აღნიშნულ პროცეს-ში. 1988 წლიდან დღემდე მსოფლიოს 502 უნივერსიტეტი ოფიციალურად შეუერთდა უნივერსიტეტთა დიდ ქარტიას. მსოფლიოს აღიარებულ უნივერსიტეტთა შორის წარმოჩინება არა მხოლოდ დიდი პატივია, არამედ უზარმაზარი პასუხისმგებლობაცაა თსსუ- პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტები-სათვის. მიზანი გარკვეულია - ჭეშმარიტად კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების მაღალი ხარისხი, სასწავლო პროგრამების  თავსებადობა საერთაშორისო ანალოგებთან.

     იმავდროულად ბოლონიის უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო საგან-მანათლებლო კონფერენცია "უნივერსიტეტის ავტონომია სამეცნიერო კვლევებსა და სწავლებას შორის ინსტიტუციურ დაბალანსებაში", სადაც განხილული იქნება უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიზნების ინტეგრაციის, ცვლილებებისა და დაგეგმვის სტრატეგიული საკითხები, საზოგადოდ უნივერსიტეტების როლი საზოგადოებაში და მათი ავტონომიურობის ძირითადი პრინციპები. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში განიხილა თსსუ-სთვის ურთიერთხელსაყრელი პარტნიორული თანამშრომლობის პერსპექტივები იტალიის და სხვა ქვეყნების უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელებთან.

მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტში, ბოლონიაში, 1988 წელს 382-მა უნივერსიტეტმა უნივერსიტეტთა დიდი ქარტია მიიღო. ეს არის საპროგრამო დოკუმენტი, რომელიც ერთიანი ევროპული საგანმანათლებო სივრცის შექმნას ისახავს მიზნად აღიარებულ ერთიან საერთაშორისო სტანდარტზე, ერთიან არსებით მოთხოვნებზე დაყრდნობით. 2005 წლის მაისში, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ ხელმოწერით დაადასტურა საქართველოს მონაწილეობა ბოლონიის პროცესში.

    მიმდინარე წლის 16 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პროფესორი ალექსანდრე თელია მსოფლიოს სხვადასხვა 19 რექტორთან ერთად.

    ოფიციალურ ცერემონიალზე ბოლონიის უნივერსიტეტში, აულა მაგნა სანტა ლუჩიაში პროფესორი . თელია ხელმოწერით ადასტურებს ქართული უმაღლესი სკოლის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინსტიტუციურ მონ

აწილეობას აღნიშნულ პროცესში.

თავფურცელი