თავფურცელი

ერნსტ ლაიდენი და საქართველო

 . პაჭკორია, . შენგელია, . ცხვარაძე
თსსუ
- მედიცინის ისტორიის კათედრა, ცენტრალური
კლინიკა

 95 წლის წინ ბერლინში გარდაიცვალა გენიალური კლინიცისტი ერნსტ ლაიდენი. იგი დაიბადა 1832 წელს, დანცინგში. მამის ნაადრევმა გარდაცვალებამ მძიმედ იმოქმედა ბავშვზე. მან გადაწყვიტა სამკურნალო მეცნიერება შეესწავლა. 1849 წელს . ლეიდენი შედის ბერლინის ფრიდრიხ-ვილჰელმის სამხრედრო ინსტიტუტში. აქ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს იოაჰანეს ფონ მიულერმა, დიუბუა რაიმონმა, რუდოლფ ვირხოვმა, იოჰან ლუკა შონლაინმა და ლუდვიგ ტრაუბემ. 1854 წელს, ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ბრუნდება მშობლიურ ქალაქში და იწყებს მუშაობას სამხედრო ექიმად.

1857 წელს ლეიდენი უბრუნდება ალმამატერსბერლინის ფრიდრიხ-ვილჰელმის სამხედრო ინსტიტუტს. აქ, ტრაუბეს თერაპიულ კლინიკაში იწყებს მუშაობას რიგით ექიმად. ამ კლინიკაში . ლეიდენმა განვლო სამკურნალო და მეცნიერული განსწავლის საუკეთესო წლები. იგი გახდა დიდი თერაპევტისლუდვიგ ტრაუბეს ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე. 1856 წელს, ლუდვიგ ტრაუბეს წარდგენით, ერნსტ ლეიდენი დაინიშნა კიონიგსბერგის უნივერსიტეტის თერაპიული კლინიკის დირექტორად. 1871 წელს ის გადაჰყავთ სტარსბურგის უნივერსიტეტის თერაპიული კლინიკის დირექტორის მეტად პრესტიჟულ თანამდებობაზე. 1876 წელს უეცრად გარდაიცვალა დიდი კლინიცისტი ლუდვიგ ტრაუბე, რომლის მემკვიდრედ აირჩიეს მისი მოწაფე ერნსტ ფონ ლეიდენი. შარიტეს II თერაპიული კლინიკის დირექტორად . ლეიდენმა დაჰყო 1885 წლამდე. იმ დროს გარდაიცვალა დიდი კლინიცისტი, შარიტეს I თერაპიული კლინიკის დირექტორი ფრიდრიხ ფრერიხსი. ეს კლინიკა ითვლებოდა საუკეთესოდ არამარტო გერმანიაში, არამედ ევროპაშიც. როგორც საუკეთესო კანდიდატი, ერნსტ ფონ ლეიდენი აირჩიეს შარიტეს I თერაპიული კლინიკის დირექტორად 1885 წელს. ამ თანამდებობაზე მან დაჰყო 1907 წლამდე. იმ დროს მას განუვითარდა ბარძაყის ძვლის ტრავმული მოტეხილობა.

ერნსტ ლეიდენმა გადაწყვიტა თავისი სურვილით გადამდგარიყო კლინიკის დირექტორის თანამდებობიდან. მან განაგრძო მუშაობა მის მიერ დაარსებულ კიბოს ინსტიტუტში, კონსულტანტად. 1909 წელს მას მოტყდა ბარძაყის ძვალი, რამაც ხანგრძლივად მიაჯაჭვა საწოლს. 1910 წლის 5 ოქტომბერს ერნსტ ლეიდენი გარდაიცვალა. ის 78 წლისა იყო. ერნსტ ლეიდენი უაღრესად ნაყოფიერი შემოქმედი მეცნიერი იყო. მას დასტამბული დარჩა 700-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მისი უმდიდრესი მეცნიერული მემკვიდრეობა მოიცავს კლინიკური მედიცინის და მოსაზღვრე დისციპლინების მრავალ დარგს. ერნსტ ლეიდენმა დიდი კვალი დატოვა კლინიკურ ნევროლოგიაში, პულმონოლოგიაში, ფთიზიატრიაში, კარდიოლოგიაში, კურორტოლოგიაში, რეაბილიტოლოგიაში, ფარმაკოლოგიაში, დიეტოლოგიაში, ონკოლოგიაში და დეონტოლოგიაში. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ლეიდენის ღვაწლი ნევროლოგიის განვითარებაში

ლეიდენის მონოგრაფია ,,ზურგის ტვინის რუხი დეგენერაციის შესახებძირითადი ნაშრომია ამ დარგში (1863). იმ დროს დორზალური ტაბესი ნაკლებად იყო ცნობილი. რომბერგმა დაავადების ძირითადი სიმპტომები ჯერ კიდევ 1857 წელს აღწერა, მაგრამ დაავადების ძირითადი არსი ვერ გამოიცნო და ტაბესს, განიხილავდა როგორც სპინალურ დამბლას. ვუნდერლიხი კი ტაბესს სპინალურ დამბლად სახავდა. მათი აზრის საწინააღმდეგოდ დუშენმა ამ დაავადებას ,,პროგრესული ლოკომოტორული ატაქსიაუწოდა. იმის გამო, რომ ლეიდენმა ამ სიმპტომოკომპლექსს დორზალური ტაბესი უწოდა, ფიქრობდნენ, რომ ეს სხვა დაავადება იყო, ვიდრე რომბერგის, ვუნდერლიხის და დუშენის აღწერილი დაავადებები. ლეიდენმა დაამტკიცა, რომ ყველა ზემოაღნიშნული ავტორების აღწერილობანი ერთი დაავადებისდორზალური ტაბესის გამოვლენა იყო და მათ საერთო პათმორფოლოგიური სუბსტრატიზურგის ტვინის ატროფია და უკანა ფესვების დაზიანება აღმოაჩნდათ.

. ლეიდენის დიდი დამსახურებაა ბულბალური დამბლის პათომორფოლოგიური სუბსტრატის დადგენა მოგრძო ტვინში (1868.) ერნსტ ლეიდენმა აფაზიის ცნება შეცვალა ანართრიით. 1869 წელს ლეიდენმა კუნთის შეგრძნებიდან გამოჰყო წონის შეგრძნება.

1868 წელს ლეიდენმა და გუდენმა გამოსცეს სპეციალური სამედიცინო ჟურ¬ნალი ,,ფსიქიატრიის და ნერვულ დაავადებათა ჟურნალი”. ბოლო ნომერი გამოვიდა 1887 წელს. 1871 წელს ლეიდენმა აღწერა სპასტიკური დამბლების რამდენიმე შემთხვევა. 1874 წელს ლეიდენმა თავის მოწაფე . ბლუმენტალთან ერთად ქრონიკულ პროგრესული ნევრ-კუნთოვანი დაავადებათა ჯგუფისაგან გამოჰყო მიოტონია.

1874-75 წლებში, . ლეიდენმა სტარსბურგში გამოსცა სამტომიანი მონოგრაფია ,,ზურგის ტვინის დაავადებათა კლინიკა”. ამ წიგნს ეპოქალურ მოვლენად მიიჩნევდნენ სპეციალისტი-ნევროლოგები. 1876 წელს . ლეიდენმა აღწერა პროგრესული კუნთოვანი ატროფიის მემკვიდრული ფორმები და განაცალკევა ისინი სპინალური ამიოტროფიისაგან. იმავე წელს ლეიდენმა დააზუსტა მწვავე და ქრონიკული მიელიტების კლასიფიკაცია. მწვავე მიელიტების ჯგუფში მან შეიტანა ზურგის ტვინის მწვავე დარბილება, კომპრესიული მიელიტი, ლანდრის დამბლა, ზურგის ტვინის აბსცესი, მწვავე მენინგომიელიტი და მიელიტი. ყველა მათგანი რთულდებოდა ბულბალური მოშლილობებით. ქრონილი მიელიტებს ლეიდენი მიაკუთვნებდა გაფანტულ სკლეროზს და ზურგის ტვინის ხმობას.

1880 წელს . ლეიდენმა გამოსცა ,,მრავალობითი ნევრიტების კლინიკა”. ამ მრავლობით ნევრიტებს 1882 წელს პირსონის წინადადებით პოლინევრიტები ეწოდა. იმავე წლებში . ლეიდენმა აღწერა პერიფერიული ნევრიტები ტყვიით, დარიშხანით  და ალკოჰოლით მოწამვლის შემდეგ. ერთ-ერთმა პირველმა აღწერა ნეიროპათიები შაქრიანი დიაბეტის დროს. 1891 წელს . ლეიდენმა აღწერა სხვადასხვა გენეზის ფსევდოტაბესები. 1897-1903-1905 წლებში . ლეიდენმა თავის მოწაფე გოლდშნაიდერთან ერთად გამოსცა კაპიტალური მონოგრაფია ,,ზურგის და თავის ტვინის დაავადებები”. ლეიდენმა ბერლინში და ერბმა ჰადელბერგში შექმნეს პირველი გერმანული ნევროლოგიური ცენტრები.

. ლეიდენის მიერ პირველად იყო მოწოდებული ხერხემლის მალების მოტეხილობების დროს კომპრესიული დამბლების ქირურგიული მკურნალობა. მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა, . ლეიდენმა გამოიყენა ლუმბალური პუნქციები მენინგიტების და ჰიდროცეფალიების დროს. ყველაზე დიდი დამსახურება ლეიდენისა ნევროლოგიაში იყო აქტიური მკურნალობის დანერგვა ნერვულ დაავადებათა სამკურნალოდ. მანამდე კი ნევროლოგიაში გამეფებული იყო ნიჰილიზმი, რომელსაც თვით ტრაუბეც ვერ აცდა. . ლეიდენმა დანერგა ბალნეოთერაპია, რენტგენოთერაპია, სამკურნალო მასაჟი. იქ სადაც სხვა ნევროლოგები უღონოდ ხელებს ჩამოუშვებდნენ, ერნსტ ლეიდენი სამკურნალო სასწაულებს ახდენდა. მისი დამსახურებააა ისიც, რომ იგი სამკურნალო კვებას დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა ნერვული დაავადებების სამკურნალოდ. ამიტომ იყო, რომ მისი კოლეგები და მოწაფეები ერთხმად იმეორებდნენერნსტ ლეიდენი უპირველესად ,,ნერვების ექიმია”, ,,სულის ექიმიადა სხვა. ნევროლოგიის განსაკუთრებული სიყვარული ერნსტ ლეიდენს სიკვდილამდე არ განელებია. მას ჟან შარკოსთან ერთად სამართლიანად მიიჩნევდნენ უდიდეს ნეიროთერაპევტად.

არანაკლები წარმატებები ხვდა ერნსტ ლეიდენს თერაპიაში. ჯერ კიდევ კიონიგსბერგში მოღვაწეობის დროს, 1870 წელს, მან ბრონქული ასთმით დაავადებული ავადმყოფის ნახველში აღმოაჩინა კრისტალები    რომელსაც შემდეგ შარკო-ლეიდენის კრისტალები ეწოდათ. მანვე ასთმის სამკურნალოდ მიაწოდა იოდის პრეპარატები. . ლეიდენი დიდი წარმატებით სწავლობდა პლევრიტებს. პნევმოთორაქსს, მომხრე იყო თორაკოტომიის და ფილტვების ქირურგიის. მან შეისწავლა ენდოკარდიტები (მათ შორის გონოკოკური), გულის გადაძაბვის შედეგად განვითარებული დაავადებები, პერიკარდიტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია . ლეიდენის წვლილი მიოკარდიუმის ინფაქტის შესწავლაში. მან ერთ-ერთმა პირველმა 1881 წელს აღწერა გულის კორონარული სისლძარღვის თრომბოზი, რაც სექციაზე დადასტურდა. ამის შესახებ იშვიათი მეცნიერული კეთილსინდისიერებით წერდა დიდი თერაპევტი ვლადიმერ ობრაზცოვი 1910 წელს. . ლეიდენმა აღწერა გულის ანევრიზმა, ფართოდ იყენებდა დიგიტალისს და ნიტრატებს გულის დაავადებების სამკურნალოდ. ის იყო გულის მანკების უბადლო გამომცნობი. ლეიდენი ძლიერ ემადლიერებოდა თავის კლინიკურ მასწავლებელს ლუდვიგ ტრაუბეს, რომელსაც იგი დიაგნოსტიკის ხელოვნებას აზიარა. როგორც დიდი ჰუმანისტი, იგი ორსული ქალის სიცოცხლეს უფრო მაღლა აყენებდა და ამიტომ მოითხოვდა ორსულობის შეწყვეტას დედის გადასარჩენად.

თვალსაჩინო იყო . ლეიდენის მიღწევები თირკმლის დაავადებათა შესწავლის საქმეშიც. მან შეისწავლა სუბსტრატი და დაუკავშირა იგი კლინიკური გამოვლინებას. შესანიშნავი იყო მისი შრომები ალბუმინურიის კლინიკური მნიშვნელობის შესახებ. გასტროენტეროლოგიაშიც ერნსტ ლეიდენმა მნიშვნელოვანი კვლევები აწარმოა. მან ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა საჭმლის მონელების და შეწოვის (მალდიგესტიის და მალაბსორბციის) საკითხები, ნევროზული დისპეპსიები, გასტროსტომიები. იგი პილოროსტენოზების ქირურგიული მკურნალობის მოხრე იყო. ლეიდენი დიდ პატივს სცემდა ქირურგებს.

. ლეიდენი მეგობრობდა შარიტეს ქირურგიული კლინიკის დირექტორ ერნსტ ფონ ბერგმანთან და თეოდორ ბილროტთან. ერნსტ ლეიდენი გვევლინება, როგორც ენდოკრინული, ისე მეტაბოლური დაავადებების შესწავლის ერთ-ერთი პიონერი. მან შეისიწავლა შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის, ბაზედოვის დაავადების და სიმსუქნის დიეტური მკურნალობა. მან . გოლდშნაიდერთან და პაულ იაკობთან ერთად ჩამოაყალიბა ჰიგიენურ-დიეტური თერაპიული ცნობარი. მისი დიეტოთერაპიის წიგნი ამჟამადაც ინარჩუნებს პრაქტიკულ ღირებულებას. თავის წიგნში ლეიდენი დიდი ყურადღებას ამახვილებს ინფექციური დაავადებათა დიეტოთერაპიაზე. მას დასაშვებად მიაჩნდა ალკოჰოლის ზომიერად მიღება.    

ერნსტ ლეიდენი მოესწრო პასტერის და კოხის ეპოქალურ აღმოჩენებს. ის დაუმეგობრდა რობერ კოხს, რომელმაც ტუბერკულოზის ბაცილა შარიტეს I თერაპიული კლინიკის ავადმყოფის ნახველიდან გამოჰყო. . ლეიდენმა გენიალურ ბაქტერიოლოგს სრული მხარდაჭერა გაუწია მაშინაც კი, როცა ტუბერკულინით მკურნალობამ მარცხით ჩაირა.

ერნსტ ლეიდენი იყო პირველი, ვინც დაიცვა გენიოსი ბაქტერიოლოგი საჯაროდ (პრესაში და მრავალრიცხოვან კონგრესებზე). ერნსტ ლეიდენით ნუგეშმიცემული რობერტ კოხი უვნებელი გამოვიდა უმძიმესი დრამატული მდგომარეობიდან. მან განაგრძო მუშაობა და არაერთი ახალი მეცნიერული აღმოჩენებით ასახელა გერმანია.

ერნსტ ლეიდენის კლინიკაში პირველად გამოიყენეს ანტიტეტანური, ანტი- დიფტერიული და ანტიპნევმოკოკური შრატები შესანიშნავი შედეგებით. სწორედ ლეიდენის კლინიკაში მისმა მოწაფე ფრენკელმა აღმოაჩინა პნევმოკოკები და დაადგინა მისი ეტიოლოგიური როლი პნევმონიების წარმოშობაში.

დიდია ერნსტ ლეიდენის წვლილი ტუბერკულოზის გამოცნობის და განსაკუთრებით, მკურნალობის საქმეში. მან, სტრეპტომიცინის შემოღებამდე 50 წლით ადრე შეძლო ტუბერკულოზისგან სიკვდილიანობის თითქმის ორჯერ შემცირება. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა ტუბერკულოზური სტაციონარების და სანატორიუმების შექმნით. მთავარი ყურადღება ექცეოდა სუფთა ჰაერს, მზის აბაზანებს, სამკურნალო კვებას, ჟანგბადით მკურნალობას, გულისმიერ მოვლას და სხვა.

დიდია ლეიდენის დამსახურება კიბოს შესწავლის საქმეში. 1903 წელს შარიტეს საავადმყოფოში მან დაარსა კიბოს შემსწავლელი ინსტიტუტი, რომლის დირექტორად დაინიშნა . ლეიდენის მოწაფე . ბლუმენტალი. აქ ლეიდენმა დანერგა კიბოთი დაავადებულთა აქტიური და პასიური იმუნიზაცია, რენტგენოთერაპია, რადიოთერაპია, მკურნალობა ჟელატინით, პანკრეასის ფერმენტ ტრიპსინით. 1909 წელს, ბარძაყის ყელის მოტეხილობის შმედგე, შოკიდან გამოსვლისთანავე, მან მოითხოვა მიკროსკოპი და განაგრძო ჩვეული საქმიანობა (მიკროსოპული პრეპარატების შესწავლა).

ერნსტ ლეიდენმა შექმნა ცნობილი კლინიკური სკოლა. მისი მოწაფეებიდან აქ მხოლოდ ზოგიერთს დავასახელებთ. ესენია: - ჰერმან ნოთნაგელი, . ბლუმენტალი, გეორგ კლემპერერი, თომას გოლშნაიდერი და სხვები.

ერნსტ ლეიდენი სამედიცინო საზოაგდოების სწორუპოვარი მოღვაწე იყო. მან დაარსა ბერლინის კლინიკური საზოგადოება, რომლის უცვლელი თავმჯდომარე თვითონ იყო. მისი ინიციატივით, 1882 წელს დაარსდა გერმანიის თერაპევტთა კონგრესი. თავმჯდომარედ მისი არჩევა გადაწყვეტილი იყო ერთხმად, მაგრამ მან ამ პოსტზე წამოაყენა ხანდაზმული ფრიდრიხ ფრერიხი, რომელიც მისი მასწავლებელი იყო. ფრერიხი სამჯერ – 1882, 1883 და 1884 წელს იყო არჩეული გერმანული შინაგანი მედიცინის კონგრესის თავმჯდომარედ. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დათანხმდა ერნსტ ლეიდენი ამ საპატიო ადგილზე დანიშვნას. ერნსტ ლეიდენი მეტად დაფასებული ექიმი იყო გერმანიაში. ყოველი მეხუთე თერაპევტი მისი მოწაფე იყო. ერნსტ ლეიდენი უყვარდათ. მას თაყვანს სცემდნენ არა მარტო სტუდენტები, ექიმები, კოლეგები, არამედ ავადმყოფებიც. ის მეტად გულისხმიერი ექიმი იყო, მას გულრწფელად ებრალებოდა და უყვარდა ავადმყოფი ადამიანი. მან სასტიკად გააკრიტიკა ვენელი თერაპევტი შკოდა თერაპიული ნიჰილიზმისათვის. ,,ჩვენ, ექიმებს შეგვიძლია მხოლოდ დიაგნოზის დასმა, რაც შეეხება მკურნალობას, ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული და ავადმყოფის ბედი ღმერთს მივანდოთო”, - იმეორებდა . შკოდა. არანაკლებ ნიჰლისტური იყო XIX საუკუნის დსაწყისის ცნობილი კლინიცისტის ჰუფელანდის ,,ოპუსი”. ექიმის მოვალეობაა მხოლოდ რეცეპტის გამოწერა, მას შემდეგ, რაც იგი კეთილსინდისიერად გასინჯავს ავადმყოფსო”.

ერნსტ ლეიდენის აზრით, რეცეპტის გამოწერით როდი მთავრდება ექიმის საქმიანობა, რადგან რეცეპტი ვერ გამოაჯანმრთელებს მას. მთავარია ავადმყოფის მოვლა, რომელიც ზოგჯერ ერთადერთი საშუალებაა ავადმყოფის გამოჯანმრთელებისა.

ლეიდენმა  ექიმებს და მოწყალების დებს მოუწოდა საფუძვლიანად შეესწავლათ მოვლის ხელოვნება. მარტო წამლის დალევა როდი მოარჩენს ავადმყოფს, საჭიროა სწორი კვება, სუფთა ჰაერი, მზის და წყლის აბაზანები სათანადო ჩვენების მიხედვით. უდიდეს მნიშვნელობას იძენს ორგანიზმის გამაგრება, გაკაჟება დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში” - წერდა . ლეიდენი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ ლოზუნგს ჰქონდა ფილტვების დაავადების, უპირატესად კი ტუბერკულოზების მკურნალობის დროს. . ლეიდენი სათავეში ჩაუდგა მის მიერ ორგანიზებულ ,,ფილტვის დაავადებათა კომიტეტს”. ამან დიდი შედეგი გამოიღო. ერნტს ლეიდენი ავადმყოფთა მიმართ დიდ პროფესიულ და ადამიანურ გულისხმიერებას იჩენდა. იგი ფილტვის ტუბერკულოზით და კობოთი დაავადებულებს (როგორც ყველაზე მძიმე ავადმყოფებს) უმართავდა მუსიკალურ კონცერტებს, ლექციებს, ხელს უწყობდა მათ თვითშემოქმედებას. ყოველივე ასეთი ღონისძიება მეტად დადებითად მოქმედებდა მძიმე პაციენტებზე. იგი ავალდებულებდა საავადმყოფოს პერსონალს, რათა მათ მეტი გულისხმიერება გამოეჩინათ ავადმყოფების მიმართ, სუფთად მოეწყოთ პალატები, ყვავილებით გაელამაზებინათ ისინი. შემთხვევითი არ იყო, რომ ერნსტ ლეიდენმა დაწერა ნაშრომი ,,ავადმყოფის კომფორტი, როგორც მკურნალობის მეთოდი”. პროფესორის გულისხმიერებას კარგად ამჩნევდნენ ავადმყოფები, რომლებიც პირდაპირ აღმერთებდნენ მას. ერნსტ ლეიდენი არ იყო პირმოთნე, მოჩვენებითი, ფარისეველი ექიმი. ის მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ ავადმყოფებს. ერნსტ ლეიდენი, როგორც გულისხმიერი მეგობარი, შედიოდა პალატაში, გამოჰკითხავდა ავადმყოფებს თავიანთ გასაჭირს, ტაქტიანად ჩაუდებდა ფულს (ვისაც ძალიან უჭირდა), ის ფრიად წაგავდა ალბერტ შვაიცერს, მაგრამ მისგან განსხვავებით, საკუთარ სამშობლოში (გერმანიაში) ახდენდა სასწაულებს, რაც უფრო ძნელია, ვიდრე უცხო მხარეში (აფრიკაში).

ერნსტ ლეიდენი თავის თავს ბედნიერ ადამიანად თვლიდა. მან საბოლოოდ ააცდინა მედიცინას შკოდასეული ნიჰილიზმის საფრთხე. ერნსტ ლეიდენის დევიზი - ,,მთავარი დიაგნოზი როდია, არამედ მკურნალობა და ავადმყოფის მოვლა”- დღესაც ძალაშია.

ერნსტ ლეიდენი მედიცინის ისტორიაში შევიდა როგორც მე-19 საუკუნის თერაპიული ეპოქის მედროშე.

ერნსტ ლეიდენის სახელს კარგად იცნობენ საქართველოში. ის 1960 წელს თავის მოწაფე ჰერმან ნოთნაგელთან ერთად ეწვია ბორჯომს, სადაც ტუბერკულოზისგან იტანჯებოდა ნიკოლოზ II-ის ძმა, უფლისწული გიორგი რომანოვი. ბორჯომიდან სტუმრები თბილისს ეწვივნენ. ერნსტ ლეიდენი თავის მემუარებში აღფრთოვანებით წერს თბილისზე, ქართველ ხალხზე, მათ სილამაზეზე, რაინდობაზე და სტუმართმოყვარეობაზე. როგორც გერმანიის ჭეშმარიტ პატრიოტს, ერნსტ ლეიდენს კარგად შეუნიშნავს ქართველების დიდი სიყვარული თავისი სამშობლოსადმი, მისი ისტორიისადმი. სტუმრები მოუხიბლავს ქართულ ნადიმსაც, გოგირდის აბანოებსაც და სხვა. შემდეგ სტუმრები გაეშურნენ მეზობელ ქვეყანაში, სადაც უსახური ბუნება და უსუფთაო, გონჯი, შეუხედავი ხალხი შეუმჩნევიათ. ერნსტ ლეიდენს კარგად იცნოდა და პატივს მიაგებდა ცნობილი მრეწველი და მამულიშვილი, ქართული კონიაკის შემქმნელი დავით სარაჯიშვილი.

როცა ილია ჭავჭავაძე 1900 წელს მძიმედ გახდა ავად, გადაწყდა მისი გაგზავნა ევროპის საუკეთესო კლინიკაში. ასეთი იყო მაშინ ბერლინის შარიტეს I თერაპიული კლინიკა ერნსტ ლეიდენის ხელმძღვანელობით. ილიას მეგობარმა და თაყვანისმცემელმა დავით სარაჯიშვილმა მოაგვარა შარიტეს კლინიკაში ერის მამის მოთავსების საკითხი. ილია ჭავჭავაძე და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი ლეიდენმა ჯერ საკუთარ პანსიონში მოათავსა. შემდეგ ილია ლეიდენის კლინიკაში მოთავსდა, სადაც დიდი ყურადღებით ექცეოდნენ. ერნსტ ლეიდენმა დიდი პროფესიული და ადამიანური გულისხმიერება გამოიჩინა ქართველი პოეტის მიმართ. მან ილიას დაუსვა გულის უკმარისობის, დიაბეტის დიაგნოზი. მკურნალობა იყო დამაკმაყოფილებელი. ილია ემადლიერებოდა პროფესორს. ოღონდ ეს იყო, ვერაფრით ვერ შეეგუა პურის სიმცირეს, რაც დაკანონებული იყო . ლეიდენის პანსიონში. მცირე ხნის შემდეგ პროფესორმა ილია, როგორც მომჯობინებული, ადგილობრივ კურორტზე გააგზავნა. ქართველი მამულიშვილების გულგასახარად, ილია საქართველოში გაუმჯობესებული ჯანმრთელობით დაბრუნდა.  

თავფურცელი