|
ჩვენს
შესახებ |
|
2001
წლის
30
აპრილს
ჩამოყალიბდა
“საქართველოს
საერთაშორისო
კარდიომიოპათიის
საზოგადოება”.
საზოგადოების
პრეზიდენტად
არჩეულ იქნა
თერაპიის
ეროვნული
ცენტრის
კარდიომიოპათიისა და
გულის
ქრონიკული
იშემიური
დაავადების
განყოფილების
წამყვანი
მეცნიერ-მუშაკი,
საქართველოში
ექოკარდიოგრაფიის
პიონერი,
სპორტის
აკადემიასთან
არსებული
სტომაოლოგიური
ინსტიტუტის
პროპედევტიკისა და
შინაგანი
მედიცინის
კათედრის
გამგე
მამანტი
როგავა
.
საზოგადოების
საპატიო
თავმჯდომარედ
არჩეულია
აკადემიკოსი
ნოდარ
ყიფშიძე,
აღმასრულებელ
დირექტორად
– კახა
ნადარაია,
მდივნად
–
მანანა
ღუდუშაური
.
საზოგადოების
გამგეობის
წევრები
არიან
საქართველოს
მედიცინის
სხვადასხვა
დარგის
წამყვანი
სპეციალისტები,
მათ
შორის
აკადემიკოსები
ირაკლი
ჭუმბურიძე,
ლადო
ბახუტაშვილი,
ფრიდონ
თოდუა,
პროფესორები
ვახტანგ
ჭუმბურიძე,
დიმიტრი
ცისკარიშვილი,
ვახტანგ
მეუნარგია,
თენგიზ
ცერცვაძე,
ალექსანდრე
პაპიტაშვილი,
გიორგი
დიდავა,
ყარამან
ფაღავა,
ნუგზარ
უბერი,
გიორგი
ჩახუნაშვილი,
ქეთევან
ნემსაძე და სხვ.
|
|
საზოგადოების
ჩამოყალიბების ერთ-ერთი
მთავარი
ინიციატორი და
დამფუძნებელი,
საზოგადოების
პრეზიდენტთან
ერთად,
გახლავთ
მსოფლიო
მნიშვნელობის
მეცნიერი,
ადამიანური
ღირსებით
შემკული,
სახელგანთქმული
მკურნალი,
ექსპერიმენტული და
კლინიკური
თერაპიის
სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტის
დამაარსებელი
(1962 წ.)
და მისი
უცვლელი
დირექტორი,
ჭეშმარიტი
ინტელიგენტი,
ბატონი
ნოდარ
ყიფშიძე.
|
|
აკად.
მიასნიკოვის
მოწაფემ,
ბ-მა
ნოდარ
ყიფშიძემ
უმწიკვლოდ
გაიარა
მეცნიერების
ტაძრისკენ
მიმავალი გზა
,
,
,
,
.
საბჭოთა
კავშირში
პირველად
აკადემიკოს
ყიფშიძის
ხელმძღვანელობით
დაიწყო
ვირუსული
მიოკარდიტების,
როგორც
დილატაციური
კარდიომიოპათიის ერთ-ერთი
წინამორბედი
დაავადების
შესწავლა,
რასაც დღეს
აღიარებს
მსოფლიოს
წამყვან
კარდიოლოგთა
უმრავლესობა.
1979 წ.
თერაპიის
სამეცნიერო-კვლევით
ინსტიტუტში
შეიქმნა
კარდიომიოპათიის
განყოფილება
.
განყოფილების
შექმნიდან
დღემდე
უდიდესი
ყურადღება
ექცევა
მსოფლიოს
წამყვანი
კლინიკების მიერ
მოწოდებული
ახალი
მიდგომებისა და
მეთოდების
სიღრმისეულ
კრიტიკულ
შესწავლას და
უმოკლეს
ვადებში მათ
ჩაყენებას
პაციენტთა
სამსახურში,
არსებული
პრობლემების
ახალი
კუთხით
წარმოჩენას და მათი
გადაჭრის
ორიგიალური
გზების
ძიებას.
თავის
დროზე
70-იან
წლებში
განყოფილების
შექმნას და მის
სამეცნიერო
მიმართულებას
მხარი
დაუჭირა
ცნობილმა
კარდიოლოგმა,
დიდმა
ინგლისელმა
მეცნიერმა ფ.
გუდვინმა,
რომელიც
თბილისში
ვიზიტის დროს
თვითონ
გაეცნო
ინსტიტუტის
მუშაობას
,
.
განყოფილება ამ
პროფილის
კლინიკებს
შორის
(კიევი,
მოსკოვი)
ერთ-ერთი
პირველი იყო და
დღესაც
წარმატებით
ფუნქციონირებს
ქვეყნის
საკეთილდღეოდ.
|
|
დღეისათვის
განყოფილების
ძირითად
თემატიკას
წარმოადგენს
დიფერენციალურ-დიაგნოსტიკური
კრიტერიუმებისა და
მკურნალობის
ახალი
მეთოდების
შემუშავება,
ვირუსული
მიოკარდიტებისა და
კარდიომიოპათიების
(დილატაციური,
ჰიპერტროფიული),
აგრეთვე
გულის
ქრონიკული
იშემიური
დაავადების,
ათეროსკლეროზის
გართულებათა
მეორადი
პროფილაქტიკის
საკითხები.
საკუთარ
ბაზაზე და სხვა
ცენტრებთან
ერთად
წარმატებით
განხორციელებულმა
კლინიკურმა და
ექსპერიმენტულმა
კვლევებმა,
წლების
მანძილზე
კლინიკაში
მიზანდსახულად
ჩატარებულმა
დაკვირვებებმა
მწვავე
ვირუსული
მიოკარდიტით და
კარდიომიოპატიებით
დაავადებულ
ასეულობით
პაციენტზე
ცხადყო,
რომ
კარდიოტროპულ
ვირუსებს,
სათანადო
გენეტიკური
მარკერების
არსებობასთან
ერთად,
შეუძლია
გამოიწვიოს
ვირუსული
მიოკარდიტის
გადაზრდა
დილატაციურ
კარდიომიოპათიაში,
რასაც
ადასტურებს
მსოფლიოს
მრავალი
კარდიოლოგიური
ცენტრის
კვლევაც.
ზოგადი
კლინიკური
მდგომარეობისა და
ნევროლოგიური
სტატუსის
გარდა
დაავადების
დიაგნოსტიკაში და
მიმდინარეობის
სიმძიმის
პროგნოზირებაში
განსაკუთრებული
მნიშვნელობა
ენიჭება და
ჩვენს
კლინიკაში
ფართოდაა
დანერგილი
აღნიშნულ
დაავადებათა
გამოკვლევა
მაღალი
ტექნოლოგიის
თანამედროვე
მეთოდებით.
განყოფილება
რეგულარულად და
აქტიურად
მონაწილეობს
საერთაშორისო
კონფერენციებსა და
სიმპოზიუმებში,
რომლებიც
ეძღვნება
ვირუსული
მიოკარდიტის,
დილატაციური და
ჰიპერტროფიული
კარდიომიოპათიების,
გულის
იშემიური
დაავადების,
არტერიული
ჰიპერტონიის,
ათეროსკლეროზისა და
გულის
უკმარისობის
მკურნალობის
აქტუალურ
საკითხებს.
განყოფილების
თაოსნობით
კარდიომიოპათიის
საკითხებზე ქ.
თბილისში
(1984 წ.)
ჩატარდა ერთი
საკავშირო და ორი
სატელიტ-სიმპოზიუმი,
გამოქვეყნდა
მრავალი
სამეცნიერო
ნაშრომი და
მონოგრაფია.
განყოფილების
წამყვან
სპეციალისტებს
მჭიდრო
ურთიერთობა აქვთ
უცხოელ
კოლეგებთან.
განყოფილების
მრავალწლიანმა
მიზანდასახულმა
მუშაობამ
საფუძველი
შეუქმნა
კარდიომიოპათიის
საერთაშორისო
საზოგადოების
ჩამოყალიბებას,
რომელმაც
გააერთიანა ამ
საკითხზე
მომუშავე
სხვადასხვა
დარგის
სპეციალისტები
–
მორფოლოგები,
ბიოფიზიკოსები,
ვირუსოლოგები,
ნეონატოლოგები,
პედიატრები,
ქირურგები,
ნევროპათოლოგები,
გინეკოლოგები და
ზოგადი
პროფილის
ექიმები.
კარდიომიოპათიებით და
ვირუსული
მიოკარდიტებით
დაავადებულთა
სრულყოფილი
სტატისტიკა
ჩვენთან არ
არსებობდა.
ამ
თვალსაზრისით
ჩვენს მიერ ბოლო
15 წლის
მანძილზე
სისტემატურად
ტარდება
ვირუსული
მიოკარდიტებისა და
კარდიომიოპათიების
რეტროსპექტული
ანალიზი.
ქ.
თბილისის
კარდიოლოგიური,
ნევროლოგიური და
პედიატრიული
კლინიკების
მონაცემთა
საფუძველზე.
ამჟამად
აღნიშნული
სამუშაო
ტარდება
ქვეყნის
მასშტაბით.
|
|