თავფურცელი

ფილტვების ანთებითი და არაანთებითი ინფილტრატების
დიაგნოსტიკური ძიების ალგორითმი

 .ბაქრაძე, ხ.დიდებელი, მ.გელაშვილი, მ.მანგოშვილი,
ხ.ძმანაშვილი, ე.ცაცანაშვილი
თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის `თბილისი~ შინაგან სნეულებათა
კათედრა

   პრობლემის აქტუალობა: ფილტვების ინფილტრატების დიფერენციული დიაგ­ნოს­ტირება საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს. ხშირად იგი დიდ დიაგ­ნოს­ტურ შეცდომებთან არის დაკავშირებული. ამდენად, დიდი პრაქტიკული მნიშვ­ნე­ლობა ენიჭება ისეთი ალგორითმული სქე­მის შედგენას, რომელშიც მითითებული იქნება ის ძირითადი კლინკურ-რენტ­გე­ნო­ლოგიური სიმპტომები, რომლებიც სკრინინგების როლს შეასრულებენ მათ ამოც­ნობაში.

   შრომის მიზანი: შრომაში წარმოდგენილია ფილტვების სხვადასხვა გენეზის ინ­ფილტრატების დიფერენციულ დიაგნოსტური ძიების ალგორითმული სქემა, რო­მელიც ვფიქრობთ უთუოდ დაეხმარება კლინიცისტებს კლინიკური მსჟე­ლო­ბის სწორად წარმართვაში. დიფერენციული ძიების დასახელებული სქემა შედ­გენი­ლია მტკიცებითი მედი­ცინის მონაცემებისა და იმ კლინიკურ-რენტგე­ნო­ლო­გი­ური დაკვირვებების შედე­გად, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა თბილისის სამა­მუ­ლო ომის ინვალიდთა კლი­ნი­კურ ჰოსპიტალში.

 Mმასალა და მეთოდი:  იგი მოიცავს 185  კლინიკური შემთხვევის ანალიზს.  სქე­­მ­აში გამოყოფილია ფილტვების ინფილტრატების კონკრეტული კლინკურ-რენტგე­ნოლო­გიური სიმპტომები (სკრინინგები) (ცხრილი #1).

 

 

 

 ცალკე წარმოგიდგენთ სხვადასხვა წარმოშობის მწვავე პნევმონიებს, სადაც მითითებულია ის ძირითადი კლინიკური და რენტგენოლოგიური სკრინინგები, რომელთა მეშვეობით, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის დასკვნის მიღებამდე გარკვეულ წილად, შესაძლებელი იქნება მწვავე  პნევმონიების ნოზოლოგიური ფორმის სავარაუდო ამოცნობა. M

სოკოვანი პნევმონიები - ვითარდებიან მასიური ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარების შემდეგ. დამახასიათებელია სტომატიტის, გლოსიტის,  გინგივიტის განვითარება. ლორწოვანი გარსი დაფარულია სქელი შოკოლადისფერი ნადებით. ვითარდება ტკივილი კუნთებში და მუცლის ღრუში, ასთმოიდური ქოშინი. გამოირჩევიან მძიმე კლინიკური მიმდინარეობით. რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის წვრილბადოვანი სურათი, სხვადასხვა კალიბრის მრავლობითი თხელკედლიანი ღრუების წარმოქმნით, რომლებიც სათანადო მკურნალობის ჩატარების შემდეგ სრულ აღდგენას განიცდიან.

მიკოპლაზმური პნევმონია მიმდინარეობს თანდართული ფარინგიტით, ლარინ­გი­ტით, ტრაქეიტით, ხანგრძლივი ცხელებით. უფრო ხშირად ვითარდება ახალ­გაზ­რდა ასაკში. რენტგენოლოგიურად ანთებითი ინფილტრაციის კერები ლო­კალი­ზე­ბუ­ლია პერივასკულარულად, ხშირად ფილტვების ზედა წილებში.

ფრიდლენდერის პნევმონია ხასიათდება მძიმე კლინიკური მიმდინარეობით, ძლი­ერი ინტოქსიკაციით, უხვი სისხლნარევი ნახველით. რენტგენოლოგიურად ყურად­ღებას იპყრობს შერწყმული ინფილტრაციების გაჩენა ფილტვებში უფრო ხშირად მის მარჟვენა ქვედა წილში, არაიშვიათად ვითარდება ჩირქოვანი ექსუდაციური პლევრიტი.

სტაფილოკოკური პნევმონია ხასიათდება ფილტვის გარკვეული უბნის დესტრუქ­ციით, უმძიმესი კლინიკური მიმდინარეობით. მიდრეკილია და ხშირად მთავრდება ანთების უბანში აბსცესის ჩამოყალიბებით. გამოირჩევა მაღალი ლეტალობით-განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში და პოსტოპერაციულ პაციენტებში. რენტგე­ნო­ლოგიურად აღინიშნება ფილტვის ქსოვილის დესტრუქციისა და აბსცედირების კერები.

ვირუსულ (გრიპოზულ) პნევმონიას თან სდევს ინტენსიური ხასიათის ქოშინი, ძლი­ერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, მშრალი შემაწუხებელი ხველა მცირე რა­ოდენობის ნახველით. მკვეთრად არის გამოხატული ანთებითი ინტოქსიკაციის მოვლენები: ტეხვა მთელ სხეულში, თავის ტკივილი, ადინამია, ვეგეტატიური მოშ­ლილობები. აღსანიშნავია ბრადიკარდიის განვითარება და არტერიული ჰიპერ­ტენზია. რენტგენოლოგიურად ვლინდება მრავლობითი, სხვადასხვა ზომის უს­წორ­მასწორო ფორმის ინფილტრატები.

ფილტვების ანთებითი დაზიანებები სისტემური დაავადებების დროს Kკოლაგე­ნო­ზების დროს გამოყოფენ ფილტვების ანთებითი დაზიანების ორ ფორმას ვასკუ­ლურს, მიმდინარეს ფილტვების წვრილი სისხლძარღვების ანთე­ბითი დაზიანებით და ინტერტიციულს-ანთებითი კერების ალვეოლა­თა­შორისი და წილთაშორისი შემაერთებელ ქსოვილში განვითარებით (პნევმონიტი).

ლეგიონერების, კონდიციონერების, ფრინველთა ატიპიური პნევმონიები - მიმ­დი­ნა­რე­ობენ მძიმედ, წაშლილი კლინიკური სურათით, ძნელად ემორჩილებიან მკურ­ნა­ლობას და ხშირად მთავრდებიან ლეტალური გამოსავლით.

ჰისტოპლაზმოზი (დარლინგის დაავადება) დამახასიათებელია მწვავე პნევმონიის სუ­რათი, რომელიც ძალიან წააგავს ფილტვების პირველად ტუბერკულოზს. ყურად­ღებას იპყრობს ცხელება, სპლენომეგალია, ლეიკოპენია.

    ალგორითმულ სქემაში არ შევიტანეთ ფილტვების ინფილტრატები აღმოცე­ნე­ბულნი ტუბერკულოზისა და ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს, აგრეთ­ვე ლიმფოგრანულომატოზის ფილტვების ფორმა, მეტასტაზები ფილ­ტვებში, ხელოვნური ვენტილაციის და კრიტიკულ მდგომარეობათა დროს ფილ­ტვებ­ში განვითარებული ცვლილებები, პლევრიტები, რაც სპეციალურ, ცალკე, განხილვის საგანს წარმოადგენს.

ლიტერატურა:

1.        .ტატიშვილი, შინაგანი სნეულებანი, თბილისი, 1999

2.       Н.С.Молчанов,Острые пневмонии.Л.1965

3.       Г.Р.Рубинштеин.Дифференцыальная диагностика заболеваний лёгких.Т1-2.М.1950

4.       А.Н.Окороков.Диагностика заболевании дыхательной системы.Минск.1996.

5.       Banatvala N, Matic S,Kimerlivg M,Farver P,Goldfarb A,Tuberkuloze in Russia,Jancet 1999,353,999-1000.

6.        World Heulth Organization-Global.Tuberkulozis Control; Who Report,1999.Geneva,199b Who /CDS/CPC/TB/99,259.

თავფურცელი