თავფურცელი

სამეცნიერო შეხვედრები

 

ა/წ 10 ოქტომბერს ქ. თბილისში სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალას"-ში რუ­სე­თის "გულის უკმარისობის საზოგადოების" ხელმძღვანელის პროფ. ვ.ი. მა­რე­ევი­სა და პროფ. ს.ნ. ტერეშჩენკოს მონაწილეობითა და ფარმაცევტული ფირმა "ნიკომედის" მხარდაჭერით ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გულის ქრონიკული უკმარისობის თანამედროვე სტრატეგია, სხვა თანმხლები დაავადებების არსებობის დროს". გულის ქრონიკული უკმარისობის სკოლის პროგრამა მოიცავდა გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის პრინ­ცი­პებს, ბეტა-ბლოკერების გამოყენების შესაძლებლობებს ფილტვების ქრონიკული ობსტ­რუქციული დაავადებების დროს, გულის ქრონიკული უკმარისობის შემთხ­ვევით კავშირსა თუ კანონზომიერებას შაქრიან დიაბეტთანჱ გულის ქრონიკული უკმარისობა და მოციმციმე არითმია - როგორც ერთი დაავადების ორ პრობლემა.

ა.წ. 22-23 ოქტომბერს, ქ. თბილისში, გაიმართება ექსპერტთა II საერთაშორისო შეზვედრა თემაზე “ახალი მიმართულებები პრენატალურ და პერინატალურ მედიცინაში”. კონგრესის პრეზიდენტი გახლავთ პროფესორი ვლადიმერ ჭიპა­შვი­ლი. კონგრესზე წარმოდგენილ იქნება შემდეგი თემები: ადამიანის რეპროდუქ­ტო­ლო­გია, პრენატალური და პერინატალური მედიცინა, ოჟახის ექიმის პრაქტიკა, ნაყო­ფისა და დედის მედიცინა, სამედიცინო გენეტიკა, პედიატრია, ქირურგია პედი­ა­ტრიაში, მათემატიკური მეთოდები, გამოცდილი სისტემები და კომპი­უტე­რები მედიცინაში, ანესთეზიოლოგია და სხვა მონათესავე თემები.

დაწ­ვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე:

 www.tsmu.edu/relation/news/conference

www.caucasus.ge/news/conference

/წ 15 ოქტომბერს, ქ. თბილისში, კოსტავას ქ.77-ში, პოლიტექნიკური უნი­ვერ­სი­ტე­ტის სააქტო დარბაზში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი "კარ­დიო­მიო­პა­თია და ვირუსული მიოკარდიტი" მიძღვნილი აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სამეცნიერო-პრაქტიკული მოღვაწეობის 60 წლის საიუბილეო თარიღისადმი.

 

თავფურცელი