თავფურცელი

რიდრიხ ფრერიხსი

1819-1885

 . პაჭკორია - თსსუ-ს ცენტრალური კლინიკა

120 წლის წინ გარდაიცვალა თანამედროვე ჰე­პა­­ტო­ლო­გიის და კლინიკური ბიოქიმიის ფუძე­მდებელი ფრიდ­რიც თეოდორ ფრერიხსი.

      დაიბადა 1819 წლის 24 მარტს, გერმანიის პრო­­ვინ­ცი­ულ ქალაქ აურიხში. 1839 წელს, ჭაბუკი ფრიდ­რიხ ფრერიხსი შედის გიოტინგენის უნივერ­სი­ტეტის სამე­დი­ცინო ფაკულტეტზე. აქ მასზე გა­დამწ­ყ­ვეტი გავლენა მოახდინა გენია­ლურ­მა ქიმიკოსმა ვიო­ლერმა. 1842 წ. ფრიდ­რიხ ფრერიხმა წარჩინებით დაამ­თავ­რა გიოტინგენის უნივერსიტეტის სამ­კურ­ნალო ფაკულტეტი და გამოაქვეყნა თავისი პირ­ველი სამეცნიერო ნაშრომი: ,,ადა­მიანის ძვლის ტვინის ანალიზი~. ახ­ლად­კურს­დამთავრებული ექიმი ბრუნდება მშობლიურ ქალაქში აურიხშიი, სადაც თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა ოფთალ­მოლოგმა. 1846 წელს ფრერიხსი კვლავ მიუბრუნდა ალმა მატერს – გიო­ტინ­გენის უნივერსიტეტს, სადაც მუშაობა დაიწყო შინაგან სნეულებათა კერძო პათოლოგიის და თერაპიის კლინიკაში ასისტენტად. ამ პერიოდში ის გაიტაცა პა­თანატომიამ და ხშირად მიმართავდა გვამების აუტოფსიას. ის, როგორც წესი, თა­ვად კვეთდა თავისი ავადმყოფების გვა­მებს – წელიწადში დაახლოებით 500-600-მდე. პათანატომიაში მუშაობამ ფრიად გააფართოვა ახალგაზრდა ექიმის კლინიკური თვალსაწიერი. ამავე დროს, ფრერიხსმა ვიოლერის გავლენით აით­ვი­სა ქიმიური კვლევის ახალი მეთოდები. ყოველივე ამან დიდი სახელი მოუხვეჭა მას და მალე პოლიკლინიკური კურსის ხელმძღვანელობა მიანდეს. 1848 წელს სრულიად ახალგაზრდა, 29 წლის ექიმი, გიოტინგენის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ექსტრაორდინარულ პროფე­სო­რად აირჩია. 1850 წელს ფრ. ფრე­რიხსი დანიშნეს კიოლნის უნივერ­სიტეტის თერა­პიული კლინიკის ორდინა­რულ პროფესორად და დირექტორად. 1852 წელს გადაჰყავთ ბრესლაუს პრეს­ტი­Jუ­­ლი თერაპიული კლინიკის დირექტორად. 1858 წელს, ი. შიონლაინის გადად­გო­მის შემდეგ, ბერლინის შარიტეს პროპედევ­ტი­კუ­ლი თერაპიის კლინიკის დირექ­ტო­რის პოსტი ვაკანტური აღმოჩნდა. ამ ადგილზე, როგორც საუკეთესო თერაპევტი-პროფესორი, 40 წლის ფრიდრიხ თეოდორ ფრე­რიხ­სი აირჩიეს. 1885 წლის 14 მარტს ფრ. ფრერიხსი თავის ტვინში სისხლ­ჩაქ­ცე­ვისაგან გარდაიცვალა.

      ფრ. ფრერიხსმა მეტად ღრმა კვალი დატოვა მედიცინის ისტორიაში. მისი მრა­ვალწახნაგოვანი მოღვაწეობიდან ქვემოთ განვიხილავთ მეცნიერულ, სამკურ­ნა­ლო, პედაგოგიურ და ორგანიზატორულ საქმიანობას.

      როგორც მეცნიერი, ფრ. ფრერიხსი იყო უაღრესად ნაყოფიერი მკვლევარი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ. პირველი სამეცნიერო ნაშრომი მან დასტამბა 1842 წელს, უნივერსიტეტის კურსის დამთავრებამდე. მეორე სამეცნიერო შრომა კი დაწერა 1843 წელს პოლიპების შესახებ. ფრ. ფრერიხსმა ერთ-ერთმა პირველმა მიუთითა პოლიპების პრეკანცეროზული ბუნების შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ სიმსივნეები ორგანიზმისათვის არის უცხო ნივთიერებები. ამის შემდეგ მან თა­ვისი სამეცნიერო მოღვაწეობა წარმართა დიდი ქიმიკოსის, ვიოლერის ხელმძ­ღვა­ნელობით. შეისწავლა ნაღვლის ქიმია და მისი გავლენა საჭმლის (ცხიმების) მონელებაზე. ამ შრომებმა ფრ. ფრერიხსს გამოჩენილი ფიზიოლოგის სახელი და­უმკვიდრა. ცნობილი მეცნიერის, ვაგნერის ,,ფიზიოლოგიის ლექსიკონში~ ფრერიხს ეკუთვნის საჭმლის მონელების და ნივთიერებათა ცვლის საკითხები და სხვა. გიოტინგენშივე ჩაუყარა მან საფუძველი თირკმლის ე.წ. ბრაიტის და­ავადების ღრმა კლინიკურ, მორფოლოგიურ, ბიოქიმიურ და ექსპერიმეტულ შეს­წავლას. კილის უნივერსიტეტში მოღვაწეობის დროს, 1851 წელს, ფრერიხსმა გამოს­ცა კაპიტალური მონოგრაფია - ,,ბრაიტის დაავადება და მისი მკურნალობა~. ამ ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურემიული ინტოქსიკაციების პათოგენეზის საკითხებს. აქ მან პირველად გაამახვილა ყურადღება შარდოვანას და მისი მეტაბოლიტების როლზე ურემიის აღმოცე­ნე­ბა­ში. ეს მონოგრაფია თავიდანვე მოექცა სპეციალისტების ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებული მოწონება ჰპოვა ფრ. ფრერიხსის წიგნმა დიდ ბრიტანეთში, ბრაიტის სამშობლოში. ამ წიგნის გამოქვეყნების შემდეგ მისი ავტორი აღიარეს როგორც დიდი კლინიცისტი-თერაპევტი.

ბრესლაუს უნივერსიტეტის თერაპიულ კლინიკაში მოღვაწეობის დროს ფრ. ფრერიხსი ამუშავებდა ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკის, ბიოქიმიის და მორფოლოგიის საკითხებს. მან პირველმა აღწერა მელანემია ღვიძლის დაავადების დროს, ასევე, პირველმა ნახა თიროზინი და ლეიცინით შარდში ღვიძლის მწვავე ყვითელი ატროფიის დროს. მანვე მსოფლიოში პირველმა, ორ ტომად გამოსცა მონოგრაფია - ,,ღვიძლის დაავადებათა კლინიკა~. პირველი ტომი გამოიცა 1858 წელს, მეორე – 1861 წელს ბერლინში. ფრ. ფრერიხსმა ღვიძლის დაავადებების კვლევისას პირველად გამოიყენა ბიოქიმიური მეთოდები და მიღებული შედეგები შეაჟერა კლინიკურ და აუტოფსიურ მონაცემებთან. აღსანიშნავია, რომ ფრერიხსმა შარიტეს კლინიკაშიც განაგრძო ღვიძლის დაავადებათა ღრმა შესწავლა. პირველად მსოფლიოში ფრერიხსის კლინიკაში განხორციელდა ღვიძლის ბიოფსია ტროაკარით. ფრ. ფრერიხსმა, ერთ-ერთმა პირველმა ჰეპატობიოპტანტზე აღნიშნა წვრილი და მსხვილი ცხიმოვანი წვეთების არსებობა. სწორედ ამ ფუნდამენტური შრომების გამო აღიარა იგი შეილა შერლოკმა თანამედროვე ჰეპატოლოგიის ფუძემდებლად. აღსანიშნავია, რომ ფრ. ფრერიხსის წიგნი დღესაც ინარჩუნებს მეცნიერულ და პრაქტიკულ ღირებულებას. 1860 წელს მან თავის ასისტენტ რ. ვალენტინერთან ერთად გამოსცა სახელმძღვანელო ,,დაავადებათა დიაგნოსტიკის ქიმიური საფუძვლები~. წიგნმა სტუდენტების და ექიმების დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მან პირველმა დასვა სამედიცინო ბიოქიმიის კათედრის გახსნის საკითხი. სამწუხაროდ, ბერლინის უნივერსიტეტის რექტორატმა ვერ გამოიჩინა წინდა­ხედულება. მხოლოდ 30 წლის შემდეგ, ასპირინის შემქმნელი ცნობილი ქიმიკოსის, ბაიერის მოთხოვნით გაიხსნა სამედიცინო ბიოქიმიის კათედრა, რამაც დიდად შეუწყო ხელი სტუდენტთა და ექიმთა უკეთ მომზადებას.

შარიტეს კლინიკაში 1884 წელს დაისტამბა ფრ. ფრერიხსის ბოლო მონოგრაფია შაქრიან დიაბეტზე. სპეციალისტების ერთსულოვანი მტკიცებით ეს იყო მისი საუკეთესო წიგნი.

ფრ. ფრერიხსი ითვლებოდა თავისი დროის საუკეთესო თერაპევტად არამარტო შა­რიტეს კლინიკაში, არამედ მთელ გერმანიაში, ევროპაში. მას მიიჩნევდნენ ბრწყინ­ვალე კლინიცისტად, რომელიც თითქმის უშეცდომოდ სვამდა დიაგნოზს. თა­ვის მიღწევას ის თავმდაბლურად ასე ხსნიდა: საექიმო საქმიანობის დაწყების­თა­ნავე გადავწყვიტე მიმებაძა გენიოსი იტალიელი პათოლოგანატომის და ექიმის – ჟიოვანი ბატისტა მორგანისათვის (1682-1771). მიზნად დავისახე პირადად გამე­კვე­თა ჩემი მიცვალებული ავადმყოფის გვამი. ვცდილობდი პარალელები გამევ­ლო პათანატომიურ ცვლილებებსა და კლინიკურ ნიშნებს შორის. ამან ჩემი, როგორც დიაგნოსტი ექიმის, დონე აამაღლა. ამას დაემატა ბიოქიმიური კვლევები, რასაც პირველად ფრ. ფრერიხსმა ჩაუყარა საფუძველი. აღსანიშნავია, რომ შარიტეს კლინიკაში ფრ. ფრერიხსი უკვე არ აწარმოებდა აუტოფსიას. ამის მიზეზი იყო შარიტეს საავადმყოფოში პათანატომიის ინსტიტუტის არსებობა, რომელსაც გენიალური რუდოლფ ვირხოვი ხელმძღვანელობდა. ამის მიუხედავად, ფრ. ფრერიხსს არ გამოუტოვებია მის კლინიკაში გვამის გაკვეთა. ის თავის ,,ამალასთან~ და სტუდენტებთან ერთად დაძაბული ყურადღებით ადევნებდა თვალს აუტოფსიას. ხშირად მედიცინის ორი ტიტანი – რუდოლფ ვირხოვი და ფრიდრიხ დრერიხსი პაექრობაში ებმებოდნენ სასექციო მაგიდასთან. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ფრერიხსის კლინიკური დიაგნოზი აუტოფსიაზე არ დადას­ტურებულიყო! იგი განუმარტავდა სტუდენტებს და ექიმებს ავადმყოფობის მიმდინარეობის თავისებურებებს, სამკურნალო ღონისძიებების გავლენას მორფოლოგიურ სურათზე. ხშირად იქვე, ,,კოლექტიურად~, იწერებოდა ეპიკრიზი. ყოველივე ეს იწვევდა სტუდენტი-მედიკოსების და ექიმების დაინტერესებას, მათ აკადემიურ ზრდას. როგორც ლექტორი, პროფესორი ფრ. ფრერიხსი არ იყო მჭერმეტყველი. ამის მიუხედავად, სალექციო აუდიტორია მსმენელებს ვერ იტევდა. პროფესორი ლექციას იწყებდა ნელი, მონოტონური ხმით. შემდეგ შემოყვანილ ავადმყოფს გულდასმით გამოჰკითხავდა. აუდიტორია დაძაბული უგდებდა ყურს პროფესორის და ავადმყოფის დიალოგს. შემდეგ იგი ობიექტურ გამოკვლევებს ატარებდა და უამრავ სიმპტომთაგან გამოარჩევდა 1-2 პათოგ­ნომურს და ყველაფერი ნათელი ხდებოდა. აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებს და ექიმებს ექმნებოდათ წარმოდგენა, რომ დიაგნოზის დასმაში ისინიც მონაწილე­ობდ­ნენ. მას განსაკუთრებით უყვარდა ,,ჩახლართული~ და რთული ავადმყო­ფო­ბის გამოცნობა. მან სახელი დაიმკვიდრა, როგორც კაზუისტიკური და იშვიათი დიაგნოზების დიდოსტატმა. გერმანიაში და მის საზღვრებს გარეთ ყველა ექიმმა იცოდა, რომ შარიტეს კლინიკაში მოღვაწე ექიმი, ფრ. ფრერიხსი მზად არის ნებისმიერ მათგანს დაეხმაროს რთული ავადმყოფობის გამოცნობაში. ფრერიხსი მეტად უყვარდათ ავადმყოფებს, მათ შორის, მეფეებს, იმპერატორებს, ჰერცოგებს და, განსაკუთრებით, უბრალო, მშრომელ ხალხს. მის რჩევებს დიდი ყურადღებით ეკიდებოდნენ დიდგვაროვანი თუ უპოვარი ავადმყოფები. მის კლინიკურ შემოვ­ლებს პალატებში სასოებით მოელოდნენ ტანჟული ავადმყოფები, რომლებიც ფრ. ფრერიხსს ლამის ღმერთს უტოლებდნენ. ავადმყოფები შეუმცდარი ალღოთი გრძნობდნენ, რომ პროფესორი ფრიდრიხ ფრერიხსი სულით დაგულით მათთან იყო, მათი განკურნებისათვის იღწვოდა.

      დიდია ფრ. ფრერიხსის ღვაწლი კლინიკური მედიცინის თეორიის და მე­თო­დოლოგიის განვითარებაში. მან ,,ამოავსო~ ღრმა ნაპრალი კლინიკურ მედი­ცინასა და ემპირიულ პრაქტიკას შორის. ფრერიხსის აზრით, კლინიკური მედიცინის მიღ­წევებმა პრაქტიკაში უნდა გაამართლოს და გაუძლოს ემპირიულ გამოცდას. ამ მეცნიერის დიდი დამსახურება იყო ის, რომ შეძლო კლინიკური მედიცინის, პათანატომიის და ბიოქიმიის ინტეგრაცია. ,,ჩვენი (კლინიცისტების) კველევის საფუძველი ყოველთვისიყო და რჩება დაკვირვებები ავადმყოფებზე, რომლებიც გადაწყვეტენ ყველა საკითხს. ეს დაკვირვებები მოდის ჰიპოკრატეს დროიდან და შეივსო კვლევის ფიზიკური, ქიმიური და ექსპერიმენტული მეთოდებით. ჩვენ, თერა­პევტები, დიდი სიხარულით მივესალმებით ყველა თვალსაჩინო მიღწევას პა­თანა­ტომიაში, ქიმიაში, ფიზიოლოგიაში, ექსპერიმენტულ პათოლოგიაში, რო­მელ­თაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ შინაგანი მედიცინის წინსვლას. ჩვენ, კლი­ნიცის­ტები, დავრჩით საკუთარ სახლებში, როგორც ბატონ-პატრონნი და მხო­ლოდ ჩვენზეა დამოკიდებული კლინიკური მედიცინის ყველა საკვანძო საკითხის გადაჭრა. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ცოდნასა და გამჭრიახობაზე~ - აღნიშნავდა იგი კლინიკური მედიცინის მე-3 კონგრესზე 1882 წელს.

      ფრ. ფრერიხსი ხშირად საუბრობდა ფიზიკის, ქიმიის და ფიზიოლოგიის დიდ მნიშვნელობაზე კლინიკური მედიცინისათვის: ,,ჩემი სურვილია საბუნების­მეტყ­ველო მეცნიერებების მჭიდრო ინტეგრაცია კლინიკურ მედიცინასთან, მხო­ლოდ მას შეუძლია პრობლემების გადაჭრა~, - ამბობდა იგი.

      ფრიდრიხ ფრერიხსმა შექმნა დიდი მეცნიერული სკოლა. მისი მოწაფეები იყვნენ: ცნობილი ბიოქიმიკოსი რ. ვალენტინერი, ბრწყინვალე თერაპევტი, გასტ­რო­ენ­ტეროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი კარლ ანტონ ევალდი, სახელ­გან­თქმული გასტროპენტეროლოგი ეიხმორსტი, დიდი მეცნიერ-მედიკოსები ბერნარდ ნაუნინი და პაულ ერლიხი და მრავალი სხვა.

ფრიდრიხ ფრერიხს ჰქონდა პერსპექტიული მეცნიერის შერჩევის გენია­ლუ­რი ალღო. განსაკუთრებით აღსანიშნავია პაულ ერლიხის ,,აღმოჩენის~ ისტორია. პაულ ერლიხი (1854-1915) იყო ნიჭიერი, მაგრამ მეტად ზარმაცი სტუდენტი. მას ეზა­რე­ბოდა უამრავი ანატომიური ტერმინის დაზეპირება და დროს სტუდენ­ტურად, უზრუნველად ატარებდა. ერთხელ ფრერიხსმა პრაქტიკულ მეცადი­ნეო­ბა­ზე შენიშნა სტუდენტი ერლიხის საღებავებით გასვრილი ტანსაცმელი და გამოჰ­კითხა სამოსის მოთხვრის მიზეზი. ერლიხმა მიუგო, რომ ის დაინტერესებულია მიკროსკოპიით და პრეპარატების შეღებვით, სისუფთავეს კი არად დაგიდევთ. ფრერიხსმა ახლადკურსდამთავრებულ ექიმს 1878 წელს შესთავაზა შარიტეს კლინიკაში ასისტენტის ადგილი. ბევრი არ უწონებდა მეცნიერს ამგვარ გადაწყვეტილებას. მათ, მართალია, ნიჭიერად მიაჩნდათ პაულ ერლიხი, მაგრამ თვლიდნენ არასერიოზულ, უსაქმურ ექიმად, რომლისაგან კლინიკას სარგებელი არ ექნებოდა. მან ერლიხს დაავალა ტუბერკულოზით გარდაცვლილი ავად­მყოფის ღვიძლის და ფილტვების პრეპარატების შეღებვა. ერლიხმა არა­ერთხელ შეამჩნია უცნობი ჩხირები, რომელიც ჩათვალა არტეფაქტად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერლიხი დაესწრო რ. კოხის ისტორიულ მოხსენებას ,,ტუბერ­კუ­ლო­ზის გამომწვევი მიკრობის აღმოჩენის შესახებ~, გაახსენდა თავისი პრეპა­რატები. მან იგი ფრერიხს აჩვენა და ორივე მათგანი დარწმუნდა, რომ ტუბერ­კულოზის გამომწვევი კოხის ისტორიულ აღმოჩენამდე თურმე იგი პაულ ერლიხს აღმოუჩენია! ამან ფრერიხსზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დაარწმუნა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. მან თავის ,,ექსცენტრულ~ ასისტენტს ანდო ჰეპატობიოპსიის ჩატარება, რაც მან ბრწყინვალედ შეასრულა 1882 წელს. ამ პრეპარატში ფრერიხსმა შეამჩნია ღვიძლის სტეატოზი (გაცხიმება), მასში წვრილი და მსხვილი ლიპიდური წვეთების ჩანართებით. ,,უსაქმური~ და ,,ექს­ცენ­ტრული~ ერლიხისაგან უდიდესი მეცნიერი დადგა. მან შეიმუშავა დიაზო­რეაქ­ციები თავისუფალი და კონიუგირებული ბილირუბინის აღმოსაჩენად. პაულ ერ­ლიხი გახდა ჰემატოლოგიის და იმუნოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1908 წელს, ილია მეჩნიკოვთან ერთად, მას მიენიჭა ნობელის პრემია იმონოლოგიაში ე.წ. გვერდითი ჟაჭვის თეორიის დამუშავების გამო და მაინც, ყველაზე დიდი აღმოჩენა ერლიხმა გააკეთა 1909 წელს, როცა მოახდინა სალვარსანის ,,606~ სინთეზი, რომელიც სიფილისის გამომწვევ მკრთალ სპიროქეტაზე მომაკვ­დინებ­ლად მოქმედებდა. პაულ ერლიხი 1913 წელს მეორედ წარადგინეს ნობელის პრე­მიაზე, მაგრამ პირველი მსოფლიოს ომის დაწყებამ ჩაშალა ეს საქმე. მალე, 1915 წელს, პაულ ერლიხი დიაბეტისაგან გარდაიცვალა. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე პაულ ერლიხმა მოახდინა სიმსივნის ექსპერიმენტული გადანერგვა საცდელ კურდღელზე. მასზე მან იმოქმედა ქიმიოპრეპარატით, რომელმაც სიმსივ­ნის გაქრობა გამოიწვია. სამწუხაროდ, პაულ ერლიხი მოულოდნელად გარდაიც­ვა­ლა და საშუალება არ მიეცა საბოლოო გამარჟვებამდე მიეყვანა საქმე. ბევრი მეცნიერი ფქირობდა, რომ ერლიხს შეეძლო გადაეჭრა კიბოს მკურნალობის პრობლემა, მსგავსად სიფილისის განკურნებისა.

პაულ ერლიხი და მისი მეგობარი, ბერნჰარდ ნაუნინი თავიანთი მასწავ­ლებ­ლის მთავარ ღირსებად მიიჩნევდნენ იმ გარემოებებს, რომ ფრერიხსს თავისი მოწაფეების არ შურდა.

პირად ცხოვრებაში ფრ. ფრერიხსი ფრიად თავმდაბალი და ზნეკეთილი კაცი იყო. აჩვეულებრივი, დეკადენტური გარეგნობის, დიდრონი ნაღვლიანი თვა­ლებით ის წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა ავადმყოფებზე, სტუდენტებზე, კოლეგებზე, სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეებზე, ინტელიგენციაზე, ის ძლიერ წააგავდა მსოფლიო სევდით გულგასერილ რაინდს. ფრერიხსი დიდე­ბუ­ლად ფლობდა სიტყვის ღვთაებრივ ძალა. იყო საოცრად ემპათიური პიროვნება. არ იშურებდა გამამხნევებელ სიტყვებს ტანჟული ავადმყოფებისათვის. ხელს უმართავდა უპოვარ ავადმყოფებს, სტუდენტებს, ექიმებს. მისი სახლის კარი მუდამ ღია იყო გაჭირვებული ხალხისათვის, განსაკუთრებით ავადმყო­ფე­ბისათ­ვის, ღარიბი სტუდენტებისათვის. მასპინძელი გულუხვად მასპინძლობდა მრავალ სტუმარს, რომლებიც ულევად ირეოდნენ მის ბინაში. ფრერიხსი არ გამოირჩეოდა კარგი ჟანმრთელობით, თუმცა იმედოვნებდა დიდხანს სიცოცხლეს (ბაბუა 90-ს, ხოლო მამა 80 წელს გადაცილებულნი გარდაიცვალნენ). ამის მიუხედავად, წარ­მა­ტებებით აღსავსე ბედნიერი ცხოვრება ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდებოდა. 1884 წელს გერმანიის კლინიკური მედიცინის კონგრესმა და ბერლინის უნივერ­სიტეტმა შარიტეს კლინიკაში ფრერიხსის მოღვაწეობის 25 წლის აღსანიშნავად გამართეს იუბილე. მაშინ გერმანიის იმპერატორმა 65 წლის იუბილარს თავადის საპატიო წოდება მიანიჭა. ამაღლებული საზეიმო განწყობილება ოდნავ დაჩ­რდი­ლა ფრ. ფრერიხსის ნაღვლიანმა გამოსვლამ: ,,მე მეშინია იუბილის, რადგან ის დასაფლავების გენერალურ რეპეტიციად მიმაჩნია. უმადურობაში არ ჩამომარ­თვათ და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის იმპერატორს, გერმანელ ხალხს, ბერლინის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, შარიტეს კლინიკას, გერ­მა­ნელ ექიმებს, მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებას ჩემი მოკრძალებული ღვაწლის ეგზომ დიდად დაფასებისათვის. იუბილემ დამაფიქრა ჩემი ცხოვრების მოახლოებულ შემოდგომაზე. ჩემი ვალია ვიზრუნო ნაღვაწ-ნაშრომის ღირსე­ულად დასაბინავებლად~. ამ სევდიანი სიტყვების მიუხედავად გერმანელი ექიმები იმედოვნებდნენ, რომ ფრერიხსი, მამა-პაპათა მსგავსად დიდხანს იცოცხლებდა. სამწუხაროდ, რამდენიმე თვეში, 1885 წლის 24 მარტს, თანამედროვეობის უდი­დე­სი კლინიცისტი-თერაპევტი, ფრიდრიხ თეოდორ ფრერიხსი თავის ტვინში სისხლ­ჩაქ­ცევისაგან გარდაიცვალა. იგი 66 წლისა აღესრულა. ,,მისი გარდაცვალებით ჩაქრა მსოფლიო კლინიკური მედიცინის მანათობელი ვარსკვლავი~- წერდა ე. ლაიდენი.

. ფრერიხსი და ქართველი ექიმები

 ფრიდრიხ ფრერიხსის სახელი კარგად იყო ცნობილი მსოფლიოში. მას პირადად იცნობდა დიდი ფიზიოლოგი ივანე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი). აღ­სა­ნიშნავია, რომ რუსეთში სანკტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადე­მიის ფიზიოლოგიის კათედრაზე ერთ-ერთმა პირველმა ივანე თარხნიშვილმა ფრე­რიხსის მეთოდით შეისწავლა საჭმლის მონელების და შეწოვის ფიზიო­ლო­გიის ზოგიერთი საკითხი. ასევე აღსანიშნავია, რომ ივანე თარხნი­შვილმა გერ­მანია­ში ყოფნის დროს, ჰოპე-ზაიფერტის ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში და­ამუშავა ნაღვლის პიგმენტის წარმოშობის საკითხი. ამ თემაზე მუშაობდა ფრ. ფრე­რიხსის მოწაფე ბერნარდ ნაუნინიც (1839-1925). ამ ორ მეცნიერს შორის გაიმართა მძაფრი სამეცნიერო პაექრობა, რომელიც ევროპის სამედიცინო Jურნალებში მრავალი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა. საბოლოოდ გაიმარჟვა ივანე თარხნიშვილის შეხედულებამ, რაც დიდი სიამაყით აღნიშნა ჰოპეზაი­ფერ­ტმა თავის მონოგრაფიაში (1876). ფრიდრიხ ფრერიხსის და მისი ღირსეული მო­წაფეების, გასტროენტეროლოგების: კარლ ევალდის და ეიქორსტის შრომებს კარ­გად იცნობდნენ და პატივს მიაგებდნენ საქართველოში გასტროენ­ტერო­ლოგიის დამფუძნებლები – შალვა მიქელაძე და გრიგოლ დიდებულიძე.

თავფურცელი