თავფურცელი

ქრონიკული ტუბერკულოზის დროს თანმდევი არასპეციფიური
რეაქციების `ნიღბების~ კლინიკური ფორმების შესახებ

 .ბაქრაძე, .დიდებელი, .გელაშვილი, .მანგოშვილი, .ძმანაშვილი,
.ცაცანაშვილი, .
ქიტიაშვილი
თბილსის
სამედიცინო ინსტიტუტის `თბილისი~
შინაგან
სნეულებათა პროპედევტიკის კათედრა

 P   პრობლემის აქტუალობა:  ტუბერკულოზი იმითაც გამოირჩევა, რომ ხშირ შემთხვევებში მას თან ახლავს არასპეციფიური რეაქციები, ანუ ისეთი მდგო­მარეობანი, როდესაც კანზე, სახსრებში, ლიმფოიდურ, სისხლმბად სისტემებსა ან პარენქიმულ ორგანოებში ადგილი აქვს ისეთი ცვლილებების განვითარებას, რომლებიც კლინიკურად ვლინდებიან, როგორც ცალკე არსებული დამოუკი­დე­ბელი დაავადებები, მაგრამ რეალურად წარმოადგენენ ტუბერკულოზურ `ნიღ­ბებს~ ანუ  ტუბერკულოზის წინააღმდეგ მიმართულ  ორგანიზმის იმუნოლოგიურ რეაქციას.

      კერძოდ, შინაგან სნეულებათა კლინიკაში კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ  მოზრდილთა პირველადი ტუბერკულოზი, ხშირად მიმდინარეობს პოლი­სეროზიტების, რევმატოიდული პოლიართრიტის, ზოგადი მწვავე ინფექ­ციური დაავადებისა და ფილტვის ტუბერკულოზის სხვა `ნიღბების~ კლინიკური სურათით.

     აღნიშნულს ის ადასტურებს, რომ სათანადო ანტიტუბერკულოზური თერაპიის შემდეგ დასახელებული `ნიღბები~ სრულ გაქრობას  განიცდიან.

   A ამდენად პარატუბერკულოზური და პარანეოპლასტური `ნიღბების~ დროულ ამოცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შინაგან სნეულებათა კლინიკაში.

     შრომის მიზანი, მასალა და მეთოდი: შრომა შესრულებულია ქრონიკული ტუ­ბერ­კულოზის იმ კლინიკურ შემთხვევებზე, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა თბი­ლისის ომის ინვალიდთა კლინიკურ ჰოსპიტალში. იგი მოიცავს 115 შემთხვევის ანალიზს. 

    შრომის მიზანს წარმოადგენს იმ ძირითადი პარატუბერკულოზური `ნიღბე­ბის~ გამოყოფა, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად იჩენდნენ თავს. შესწავლილ მასალაზე იგი დაფიქსირდა 30% შემთხვევაში.

    შედეგები: ტუბერკულოზის პარასპეციფიკურ `ნიღბებს~ შორის ჩვენ შეგვხ­ვდა კანის და  სეროზული გარსების რევმატიული ხასიათის მაგვარი, აგრეთვე, ჰემატოლოგიური და თირკმლისმიერი `ნიღბები~.

    ჟერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს ლიონელმა ექიმმა ა. პონსემ  (1897) ყუ­რა­დღება მიაქცია ტუბერკულოზის დროს სახსრების ისეთ დაზიანებებს, რომ­ლებიც  ძალიან გავდა რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელ ტიპიურ ცვლილებებს.

    ტუბერკულოზის ასეთმა არასპეციფიოურმა გამოვლინებამ სახსრებში ავტო­რის საპატივცემულოდ `პონსეს ტუბერკულოზური პოლიართრიტის~ სახელ­წო­დება მიიღო.

    ჩვენს მასალაზე სახსროვანი `ნიღბები~ გამოვლინდა პაციენტთა 9.1%-ში. იგი ხასიათდებოდა, მუხლის და მენჟ-ბარძაყის სახსრების ანთებითი ცვლილებებით. სპონდილოზითა და კისრის მალების ოსტეოქონდროზით.

      ტუბერკულოზის რევმატიულ `ნიღბებს~ შორის კარგადაა ცნობილი სე­როზიტი, სეროზული პლევრიტი, პერიკარდიტი, პერიტონიტი (ახალგაზრდა ქალი­შვილების კეთილთვისებიანი ასციტი).

     ჩვენს მიერ დიაგნოსტირებულ პაციენტთა შორის დაფიქსირდა სეროზული პლევრიტის 17 შემთხვევა (15%) პერიკარდიტის და პერიტონიტის შემთხვევები ჩვენს მასალაზე არ აღინიშნა.

    ტუბერკულოზის ჰემატოლოგიური `ნიღბები~ პირველად აღწერა ე.მ. ტა­რე­ევმა. ამ დროს ცვლილებები ვითარდება  სისხლმბად ორგანოებში ყურადღებას იპყრობს ძვლის ტვინის ჰიპოპლაზიის ნიშნები გამოხატული ლეიკოპენიით, ანე­მიით, თრომბოციტოპენიით, ხოლო ზოგჟერ ლეიკემიური რეაქციების განვი­თა­რებაც. ტუბერკულოზის ჰემატოლოგიური ნიღბები ჩვენ მასალაზე არ დაფიქ­სი­რებულა.   

    ტუბერკულოზის პარასპეციფიკურ რეაქციებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს კანის გამოვლინებებს, გამოხატულს კვანძოვანი ერითემის სახით, რომ­ლე­ბიც, როგორც `ნიღაბიხშირად გვხვდება აგრეთვე სარკოიდოზის და განსა­კუთრებით წამლისმიერი დაავადების დროს.

K   კანის ერითემა ჩვენს მასალაზე აღენიშნა პაციენტთა 6.1%-ს.

    ერთეულ შემთხვევებში აღსანიშნავი იყო აგრეთვე, პარატუბერკულოზური წარმოშობის პანიკულიტის და ჰემორაგიული ვასკულიტის განვითარება.

   ტუბერკულოზის არასპეციპიკურ ვისცერულ გამოვლინებებს მიეკუთვნება თირ­კმელების დაზიანება. Uუპირველესად ამილოიდოზი, აგრეთვე არასპეციფიური იმუნური გლომერულონეფრიტი, რომელსაც ხშირად თან სდევს ნეფროზული სინ­დრომი

   შემთხვევები გამოხატული ქრონიკული გლომერულონეფრიტითა და ნეფ­რო­ზული სინდრომით ჩვენს მასალაზე გამოვლინდა 2.6%-ში.    

   ტუბერკულოზური არასპეციფიური რეაქციები შეიძლება გამოხატული იყოს რეაქტიული ჰეპატიტით, აგრეთვე, თვალების დაზიანებებით: კერატო-კონი­უნკ­ტივიტით, უვეიტით, ეპისკლერიტით. A

   დასკვნა: ამრიგად, არასპეციპიკური პარატუბერკულოზური რეაქციები ხასიათ­დებიან პოლიმორფიზმით- მონოსიმპტომიდან და სინდრომიდან სისტემური დაავა­დე­ბისათვის დამახასიათებელ კლინიკური სურათამდე დამთავრებული. Mმათი აღმოცენება ბევრ შემთხვევაში ემთხვევა ქრონიკული ტუბერკულოზის რეციდივს ან ტუბერკულოზური პროცესის გამწვავებას.

    დროულად დაწყებულ და მიზანმიმართულად ჩატარებულ სპეციფიურ თერა­პიას, როგორც წესი მივყავართ პარატუბერკულოზური არასპეციფიური რეაქ­ცი­ების თითქმის სრულ გაქრობამდე.

ლიტერატურა:

1.      Ильина Т.Я. Очаговыи туберкулез легких сомнительной активности-Пробл. туберк. 1983; №5. с. 18-19.

2.      Ищенко Б.И.Ограниченные неспецифические пневмосклерозы-Пробл.туберк.1982.№4.

3.      Кибрик Б.С. Соловьев Е.О,  Мельников В.П и др. Выявление болных с хроническими не­специфическими заболеваниями органов дыхания и туберкулезом с применением первичного автоматизированного скрининга среди работающих на крупном промыш­лен­ном предприятии-Пробл.туберк.1984.№7.с.6.

4.      Рабухин А.Е. Туберкулез вчера и сегодня.-Тер.арх; 1978  #3, с 3-9.

თავფურცელი