თავფურცელი

ინდაპამიდის ზეგავლენა არტერიული წნევის მაჩვენებლებზე
და
მარცხენა პარკუჭის სტრუქტურაზე ასაკოვან არტერიული
ჰიპერტენზიის
მქონე ავადმყოფებში

 . ლობჟანიძე, . წვერავა, . ზაქარეიშვილი
სამედიცინო
ფონდიქველმოქმედი”,
საქართველოს
სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის შინაგან სნეულებათა
კათედრა

 არტერიული ჰიპერტენზია გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება და თანამედროვე მედიცინის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს 1. ის ათეროსკლეროზის, კორონარული დაავადების, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის, გულის შეგუბებითი უკმარისობისა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორია. ამასთან დადგენილია პირდაპირი კორელაციური კავშირი კარდიოვასკულურ გართულებებსა და არტერიული წნევის ციფრებს შორის, რამაც სათანადო ასახვა ჰპოვა არტერიული ჰიპერტენზიის თანამედროვე კლასიფიკაციებსა და სამკურნალო რეკომენდაციებში 2,3. მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, რომელიც აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ავადმყოფების 40-50%- 4,5, ასევე წარმოადგენს კარდიოვასკულური გართულებებისა და სიკვდილობის დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორს 6. დღეისათვის არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენენ სალურეზული მოქმედების პრეპარატები, მათ შორის ინდაპამიდი. ამ უკანასკნელს გარდა ნატრიურეზული ეფექტისა აქვს გამოხატული ვაზოდილატაციური ზემოქმედება, რაც ამ პრეპარატს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

წარმოდგენილი შრომის მიზანი იყო დაგვედგინა ადრე არსებულ სამკურნალო სქემაში ინდაპამიდის დამატების ზემოქმედება არტერიული წნევის მაჩვენებლებზე და მარცხენა პარკუჭის მასაზე არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ხანშიშესულ ჰიპერტონიკებში.

კვლევის მასალა და მეთოდები:

შევისწავლეთ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 50 ასაკოვანი პირი, მათ შორის ქალი 40, მამაკაცი 10. ყველა ავადმყოფს უტარდებოდა მკურნალობა ორი ჰიპოტენზიური პრეპარატის კომბინაციით (გარდა ინდაპამიდისა და ჰიპოთიაზიდისა). შესწავლილი პირები დაიყო 2 ჯგუფად. I ჯგუფში (ძირითად) შემავალ ავადმყოფების (30 ავადმყოფი საშუალო ასაკი - 69,14±5.5 წელი, მამაკაცი - 6, ქალი – 24) მკურნალობას დაემატა ინდაპამიდი 2,5 მგ ერთხელ დღეში (არიფონის ან ინდაფონის სახით), II ჯგუფის (საკონტროლო) ავადმყოფებთან (20 ავადმყოფი, საშუალო ასაკი - 68,12±5.4 წელი, მამაკაცი - 4, ქალი – 16) მკურნალობა გრძელდებოდა ადრე არსებული სქემით და თუ არტერიული წნევის ნორმალიზაცია ვერ ხერხდებოდა იზრდებოდა სქემაში შემავალი პრეპარატების დოზა ან ემატებოდა სხვა ჯგუფის პრეპარატი, გარდა დიურეტიკებისა. ყველა შესწავლილ პირს რეგულარულად ვუზომავდით არტერიულ წნევას (2 კვირაში ერთხელ ამბულატორულ პირობებში და ყოველდღიური თვითკონტროლი სახლის პირობებში, სათანადო ცხრილის შევსებით), ამას გარდა ყველას ჩაუტარდა სრული ექოკარდიოგრაფული გამოკვლევა მარცხენა პარკუჭის მასის განსაზღვრით კვლევის დაწყებამდე და მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ. ექიმმა, რომელიც ექოკარდიოგრაფულ კვლევას ატარებდა, არ იცოდა, თუ რომელ ჯგუფში იყო ავადმყოფი.

მასალა დამუშავებული იყო სტატისტიკურად. ვითვლიდით მონაცემის საშუალო მაჩვენებელს, კვადრატულ გადახრას საშუალოდან. სხვაობის სარწმუნოებას ვადგენდით სტიუდენტის მეთოდით.

კვლევის შედეგები.

ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები მოცემულია ცხრილში.

არტერიული წნევისა და ექოკარდიოგრამის მაჩვენებლები შესწავლილ ჯგუფებში
კვლევის
დასაწყისში და 3 თვის შემდეგ

მაჩვენებლი

ჯგუფი           

საწყისი           

3 თვის

შემდეგ

(p)

სისტოლური წნევა:

I

II

182.6±22.1

175.6±18.6

138.0±19.1

135.5±11.2

<0.001

<0.001

დიასტოლური წნევა

I

II

95.0±12.0

95.5±14.2

78.0±7.0

81.0±6.1

<0.001

<0.05

პულსური წნევა:

I

II

87.9±18.8

81.0±19.0

55.7±14.0

60.3±10.4

<0.001

<0.005

მარცხენა პარკუჭის

I

II

47.6±4.8

47.9±5.1

46.0±4.6

47.7±4.9

NS

NS

მოცულობა დიასტ.

I

II

11.3±1.6

11.2±1.5

9.8±0.8

10.6±1.0

<0.001

NS

მარცხენა პარკუჭის უკანა

I

II

10.5±1.1

10.6±1.0

10.1±1.0

10.5±0.8

NS

NS

კედლის სისქე დიასტოლაში

I

II

66.5±5.2

64.5±4.3

65.2±4.3

64.7±4.6

NS

NS

პარკუჭთაშუა ძგიდის

I

II

150.4±40.4

152.3±38.9

126.9±31.1

141.3±32.2

<0.05

NS

 როგორც ცხრილიდან ნათლად ჩანს ავადმყოფთა ორივე ჯგუფში გამოვლინდა სისტოლური, დიასტოლური და საშუალო არტერიული წნევის სარწმუნო შემცირება. ამასთან წნევის ნორმალიზაცია, მისი შემცირება სამიზნე მაჩვენებლამდე (<140/85 მმ ვწ სვ), ძირითად ჯგუფში დაფიქსირდა შემთხვევათა 73.3%-ში საკონტროლო ჯგუფში კი 70%-ში (სხვაობა არასარწმუნოა). იმ პირებში, ვისთანაც დანიშნული იყო ინდაპამადი გამოვლინდა მარცხენა პარკუჭის კედლის სისქისა და მასის სარწმუნო შემცირება. მასის ინდექსის შემცირებამ აღნიშნულ ჯგუფში 15.6% შეადგინა და სტატისიკურად სარწმუნო იყო. მნიშვნელოვანია, ის, რომ მარცხენა პარკუჭის მასის შემცირება I ჯგუფში აღენიშნებოდა 30 ავადმყოფიდან 26- (86.7%), ამასთან საწყისთან შედარებით 10%-ზე მეტი ხარისხის შემცირება 20- (66.7%).

განხილვა:

დღეისათვის უეჭველია, რომ მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობის რისკის განმსაზღვრელი დამოუკიდებელი, ფაქტორია. მარცხენა პარკუჭის მასის მომატება უარყოფით გავლენას ახდენს მარცხენა პარკუჭის სისტოლურ და დიასტოლურ ფუნქციაზე, კორონარულ სისხლის მიმოქცევაზე, ხელს უწყობს არითმიების განვითარებას, ზრდის ავადმყოფთა როგორც საერთო, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილობას  და ჰოსპიტალიზაციის სიხშირეს 8,9. არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის მქონე ავადმყოფებში მიოკარდის ინფარქტის და სიკვდილის რისკი 3-ჯერ აღემატება ჰიპერტროფიის არმქონე ავადმყოფების რისკს 9. ჰიპერტროფიამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდის იშემია კორონარული სისხლძარღვების დაზიანების გარეშე და გაზარდოს მიოკარდის იშემიით განპირობებული დაზიანება კორონარული ათეროსკლეროზის ფონზე. მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია და მისი მასის გაზრდა გულის იშემიური დავადების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით განპირობებული სიკვდილობის დამოუკიდებელი განმსაზღვრელი ფაქტორია, როგორც კორონორალურ სისხლძარღვთა სტენოზის მქონე, ასევე მის არმქონე პირებში 10. ამდენად არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმგვარი პრეპარატების შერჩევას, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ მიოკარდის რემოდელირების პროცესებზე და ჰიპერტროფიას აფერხებენ ან მის უკუგანვითარებას უწყობენ ხელს.

ჩვენს კვლევაში ინდაპამიდმა გამოავლინა მაღალი ეფექტურობა, როგორც არტერიული წნევის დაქვეითების, ასევე გულის კუნთის რემოდელირების და ჰიპერტროფიის პროცესებზე დადებითი ზეგავლენის თვალთახედვით. ესენციური ჰიპერტენზიის მქონე ასაკოვანი ავადმყოფების კომბინირებული მედიკამენტური მკურნალობის სქემაში ინდაპამიდის ჩართვამ ხელი შეუწყო მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის მნიშვნელოვან უკუგანვითარებას, რაც ჩვენი აზრით პრეპარატის ვაზოდილატაციური თვისებებით არის განპირობებული.

დასკვნები:

ინდაპამიდი ასაკოვნებში არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის ეფექტური საშუალებაა, გარდა მნიშვნელოვანი ჰიპოტენზიური მოქმედებისა მას გააჩნია გამოხატული დადებითი ზემოქმედება გულში მიმდინარე რემოდელირების პროცესებზე.

ლიტერატურა:

 1.      Кобалава Ж.Д. Ээволюция комбинированной антимикробной терапии, от многокомпонентных высокодозовых свободных комбинаций до низкодозовых фиксированных комбинацийб как средство первого выбораюЭ Русский Медицинский Журнал. 2001, Т.9, №18б с.9-15.

2.      Guidelines Sub-Committee. 1999 World Health Organization–International Society of Hypertension guidelines for the management of hypertension. J Hypertens 1999; 17:151–183.

3.      2003 European Society of Hypertension–European Society of Cardiology guidelines for the management of arterial hypertension Guidelines Committee. Journal of Hypertension 2003, 21:1011–1053.

4.      Armano P., Hernadez del Rey R., Sanchez P. al. Determinants of left ventricular mass in untreated mildly hypertensive subjects; Hospital studying mild hypertension. Am.J.Hypert. 1999, V.12, (11).p.1084-1090.

5.      წვერავა ., ლობჟანიძე ., წვერავა . მარცხენა პარკუჭის რემოდელირება გაურთულებელი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებში. კარდიოლოგია და შინაგანი მედიცინა. 2000, XXI. 2 (IV), გვ.70-72.

6.      Levy D, Garrison RJ, Savage DD, Kannel WB, Castelli, WP. Prognostic implications of echocardiographically determined left ventricular mass in the Framingham Heart Study. N Engl J Med 1990; 322: 1561–6.

7.      Chambers J. “Left Ventricular Hypertrophy.” BMJ. 1995, V.311. p.273-274.

8.      Clement D.L., Buyzere M., Duprez D. “Left venticular function und regression of left ventricular hypertrophy in essential hypertension.” Am.J.Hypertens.. 1993, V.6. p.14-95.

9.      Casale P.N., Devereux R.B., Molner M. et al. “Value of Echocardiographic Measurement of Left Ventricular Mass in Predicting Cardiovascular Morbid Events in Hypertensive Men.” Ann.Intern.Med. 1986, V,105(2). p.173-178.

10.  Haider A.W., Larson M. G., Benjamin E., Levy D. “Increased left ventricular mass and hypertrophy are associated with increased risk for sudden death.” J.A.C.C. 1997, V.32 (5), p.1454-1459.

თავფურცელი