დეპრესიის
როლი
ჰიპერტონული
დაავადებების
დროს
და ვ.
ჭუმბურიძე,
ე.
დალაქიშვილი |
||||||||||||
დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობაა. მისი სიხშირე მოსახლეობაში შეადგენს 3-10%, ხოლო საერთო სამედიცინო პრაქტიკაში - 20-30%. როგორც უკანასკნელ წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, დეპრესია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების განვითარებას და პროგნოზს. მცირე დეპრესიის არსებობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობის რისკს ზრდის 60% 1. დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეპრესიის და არტერიული ჰიპერტენზიის ურთიერთკავშირს. ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს შორის. სავარაუდოა, რომ აჰ-ის განვითარებასა და მიმდინარეობაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის აფექტურ მდგომარეობებს, ხშირ სტრესს და დეპრესიას. ლიტერატურული მონაცემებით დეპრესიული მოშლილობების გავრცელება აჰ-ის მქონე პირებში შესაძლოა 55 - 70% მიაღწიოს 2. ცნობილია, რომ როგორც დეპრესია, ასევე აჰ იწვევს მნიშვნელოვან დაქვეითებას შრომის უნარიანობის, დეპრესიული მდგომარეობა, ამძიმებს სომატური დაავადების მიმდინარეობას, ხელს უწყობს იპოჰონდრიული ტიპის შინაგანი დაავადების ფორმირებას. სწორედ ამიტომ კომპლექსურ თერაპიაში აჰ-ის და დეპრესიული განწყობილების დროს ანტიდეპრესანტის ჩართვა განაპირობებს მდგომარეობის გაუმჯობესებას. 3 ანტიდეპრესანტებიდან ფართოდ გამოიყენება ე.წ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (ამიტროფტილინი, იმიპრამინი, კლომიპრამინი და სხვა) და სეროტონინის უკუათვისების სელექტიური ინჰიბიტორები (პროზაკი, ზოლიფტი). ყველა ამ ანტიდეპრესანტს, მიუხედავად მათი მაღალი ეფექტურობისა, მაღალი გვერდითი ეფექტები გააჩნია. გამოირჩევიან კარდიოტოქსიურობით. ზოგჯერ იწვევს უეცარ სიკვდილს, რითმის დარღვევას და ჰიპერტენზიას. 4 პრინციპულ სიახლეს დეპრესიის მკურნალობაში წარმოადგენს კოაქსილი (ფირმა “სერვიე”, საფრანგეთი) - ატიპური ტრიციკლური ანტიდეპრესანტი. აღსანიშნავია, რომ კოაქსილი მოქმედებს როგორც საკუთრივ დეპრესიაზე, ისე პრაქტიკულად არ იწვევს გვერდით ეფექტებს და გართულებებს. კოაქსილი აგრეთვე იწვევს მეხსიერების და ყურადღების ფუნქციის გაუმჯობესებას. 5-7 კვლევის მიზანი იყო დეპრესიის გავრცელების შეფასება არტერიულ ჰიპერტენზიით პაციენტებში და კომბინირებული თერაპიის შესაძლებლობების განსაზღვრა (ჰიპოტენზიური პრეპარატები და კოაქსილი) მკურნალობის ეფექტურობა. კვლევაში ჩართული იყო 70 ავადმყოფი აჰ-ით 29 წლიდან 69 წლამდე 43 ქალი, 27 კაცი, რომელიც გაიყო 2 ჯგუფად: I ჯგუფში მოთავსდა პაციენტები არტერიულ ჰიპერტენზიით დეპრესიის გარეშე, II ჯგუფში - არტერიულ ჰიპერტენზიით და დეპრესიით. ფსიქიური სტატუსის შეფასება ხდებოდა დეპრესიის შეფასების რეიტინგული სკალების მეშვეობით: ჰამილტონი (HDRS), მონტგომერი - ასბერგა (MADRS). 8 I ჯგუფში მკურნალობა ტარდებოდა სტანდარტული ჰიპოტენზიური საშუალებებით: შარდმდენებით, აგფ ინჰიბიტორებით, ბლოკატორებით, ჩა ანტაგონისტებით. II ჯგუფში პაციენტები იტარებდნენ კომბინირებულ თერაპიას. ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად ანტიდეპრესიულ მკურნალობას (კოაქსილი). ამ პრეპარატს პაციენტები ღებულობდნენ დოზით 1 ტაბლეტი (12,5 მგ) 3-ჯერ დღეში ჭამის დროს. დინამიკაში დაკვირვება ხდებოდა 2 კვირის 1 და 3 თვის შემდგომ თერაპიისას. არტერიული ჰიპერტენზიის (JNC-7) I სტადია აღინიშნა 53,3, II სტადია - 42,7. მნიშვნელოვან ნაწილში პაციენტების გამოვლინდა აფექტური მოშლილობა, რომელიც გამოიხატებოდა სხვადასხვა სიმძიმის დეპრესიული და პანიკური სიმპტომებით 70 პაციენტიდან დეპრესია გამოვლინდა 30-ში (43,1%). აქედან მსუბუქი 14,2%, საშუალო - 21,1%, მძიმე - 7,8%. დეპრესიული მდგომარეობის სტრუქტურაში ჭარბობდა პანიკური ან დომატო-ვეგეტატიური დარღვევები (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის ფრიალი, და სისუსტე). ავადმყოფების დიდი ნაწილი უჩიოდა ძილის დარღვევას (დაძინების გაძნელება, შუა ღამით გამოღვიძება, ადრეული გამოღვიძება), გარკვეული ადგილი ეკავა ასთენიის სიმპტომებს. მე-II ჯგუფში დამატებით კოაქსილის მიღების შედეგად გამოვლინდა დეპრესიის სიმპტომების მნიშვნელოვანი დაქვეითება. მონაცემები იხილეთ #1 ცხრილში. ცხრილი #1.
კლინიკურად გამომჟღავნდა დეპრესიული დარღვევის დაქვეითებით, საერთო განწყობილების ამაღლებით. აღინიშნებოდა იპოჰონდრიული გამოვლინების რედუქცია, თავის ტკივილების შემცირება. პრაქტიკულად ყველა პაციენტში გამოსწორდა ძილის დარღვევა. კოაქსილის დამატება კომპლექსურ თერაპიაში არტერიული ჰიპერტენზიის დროს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს არტერიული წნევის მაჩვენებლებს და უკვე 2 კვირის შემდგომ მკურნალობისას განსხვავებით I ჯგუფისგან აღინიშნება მნიშვნელოვანი დაქვეითება. ამგვარად, კოაქსილის მიღება პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით და დეპრესიული განწყობილებით იწვევს არა მხოლოდ პანიკის და დეპრესიის რეგრესიას, არამედ სწრაფად დაქვეითებას არტერიული წნევის, განსაკუთრებით დიასტოლური წნევის. დასკვნა: არტერიული ჰიპერტენზიის დროს 43,1% ავადმყოფებისა აღენიშნებათ დეპრესია, რომელიც ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას, ხელს უწყობს არტერიული წნევის მომატებას. მკურნალობაში თანამედროვე ანტიდეპრესანტის - კოაქსილის ჩართვა ზრდის მკურნალობის ეფექტურობას, გამოირჩევა კარგი ამტანობით ავადმყოფებში. არ იწვევს ორთოსტატიულ ჰიპოტენზიას და ხელს უწყობს სწრაფი ჰიპოტენზიური ეფექტის დადგომას. ლიტერატურა: 1. Погосова Г.А. – Депрессия – новый фактор риска ишемической болезни сердца и предиктор коронарной смерти./ Кардиология, 2002; 42, 4, 86-90. 2. Наталевич Э.С., Королев В.Д. – Депрессия в начальной стадии гипертонической болезни: клиника, диагностика, лечение./ Минск, Наука и техника, 1988, 136. 3. Markovitz J.N., Jonas B.S., Davidson K., Psychological factors as precursors to hypertension. Curr Hypertens Rep. 2001; 3:1, 25-30. 4. Glassman F.N., Roose S.P. Risk of antidepressants in elderly: tricyclic antidepressants and arrhythmia – revising risk. Gerontoogy, 1994; 40: Sup – pl 1:5-20. 5. Guelf J.D. Et al Clinical safety and efficacy of tianeptine in 1858 depressed patients treated in general practice. Neuropsychobiology 1992, 25; 140-148. 6. Chapuy P., Guny G., Delomier Y. etal. One year open study of tianeptine in 140 elderly patients with depression. Press Med 1991; 20; 37; 1844-1852. 7. Иванов С.В. Результаты применения коаксила при терапии 414 пациентов с депрессивным эпизодом в условиях клинической практики. Психиатрия и психофармакотерапия. 2002; 4, 18-22. 8. Ханин Ю.Л. Краткое руководство к применению шкалы реактивной и личностной тревожности. Ч.Д. Спилберг, Л.ЛНИТЕК 1976. |
||||||||||||