აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია |
2005 წლის 10-11 ოქტომბერს ეროვნული სამედიცინო ცენტრის ეგიდით ტარდება აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “იშვიათი შემთხვევებიდან გლობალურ საკითხებამდე”. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ქალაქ თბილისის მერია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, ქირურგ ორთოპედთა და ტრამვატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება, ქირურგთა საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს სექცია, საქართველოს რადიოლოგთა საზოგადოება, მეან-გინეკოლოგთა საქართველოს ასოციაცია, საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოება. კონფერენციის თავმჯდომარეები არიან საქართვერლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ვლადიმერ ჭიპაშვილი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: პროფ. ფრიდონ თოდუა, გიგი წერეთელი, პროფ. რამაზ ხეცურიანი, პროფ. ნოდარ ყიფშიძე, პროფ. ზურაბ ხელაძე, პროფ. პალიკო კინტრაია, პროფ. დიმიტრი კორძაია, ბადურ ზიმლიცკი, პროფ. მერაბ კილაძე, დავით პავლიაშვილი, პროფ რევაზ სულუხია, პროფ. ემირ ფხაკაძე, მერაბ მაჭავარიანი და დავით ბანცაძე. სამეცნიერო პროგრამა მოიცავს 4 სექციურ სხდომას, კერძოდ, ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის, ქირურგიის, შინაგანი მედიცინისა და პერინატალური მედიცინის. კონფერენციაზე მიღებული ნაშრომები, როგორც პოსტერები, ასევე მოხსენებები და ლექციები გამოიცემა კრებულის სახით. თითოეული რეგისტრირებული მონაწილე მიიღებს ნაშრომთა კრებულს. |